მთავარისიახლეებიპოლიტიკავანსა და ხონში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

ვანსა და ხონში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

Published on

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს- განაცხადა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინზეცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
 
მისი თქმით, №54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 60-ვე საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესის დაწყებამდე არც ერთ საარჩევნო უბანზე რაიმე პრობლემა არ დაფიქსირებულა.
 
მისივე თქმით, არჩევნებს 26 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 721 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 14 დამკვირვებელი აკვირდება. არჩევნების დღეს აშუქებს 19 მედიასაშუალების 504 წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტების 461 წარმომადგენელი.
 
“20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე. 07:00 საათიდან 24:00 საათამდე იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51; ასევე ონლაინ ჩატი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.  არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან – პარტია “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია “საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, “ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი – გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის – სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა – მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი. 
 

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...