მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოხუმში ცნობილ საათის კოშკს ცვლიან. საათის რემონტი აფხაზებს ვერ...

სოხუმში ცნობილ საათის კოშკს ცვლიან. საათის რემონტი აფხაზებს ვერ უშველის, სანამ ისინი დროს მოსკოვზე ასწორებენ

Published on

სოხუმის მთავარი  საათის კოშკს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება – ეს გადაწყვეტილება ოკუპირებული ქალაქის ადმინისტრაციამ მიიღო.
 
როგორც აფხაზური მედია იუწყება, ახალი კოშკი ამჟამად არსებულის ზუსტი ასლი იქნება, უბრალოდ  მისი  ხის კონსტრუქციები მეტალით შეიცვლება. ამჟამად მეტალის კონსტრუქციების დამზადება მიმდინარეობს, როგორც კი ეს სამუშაოები დასრულდება, არსებულ კოშკს დაშლიან.  მეტალის კარკასი , რომელიც სიმაღლით 14 მეტრზემეტია ორ ეტაპად დამონტაჟდება სპეციალური ტექნიკით.   
 
სპეციალისტებმა ეს გადაწყვეტილება კონსტრუქციის დეტალური შესწავლის შემდეგ მიიღეს. სათის მექანიზმი ორ ტონაზე მეტს იწონის, ასეთ დატვირთვას  მოძველებული ხის საყრდენები ვეღარ უძლებს და ნაგებობამ გადახრა იწყო, რაც საათის მუშაობაზეც აისახა, იგი კარგა ხანია სწორ დროს ვერ უჩვენებს.  
 
სოხუმი რომ  კოშკიანად  აცდა დროს,  არავისთვის, მათ შორის თავად აფხაზებისთვისაც არ არის უცნობი.  საათს ასე თუ ისე გაასწორებენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.  აფხაზეთი  დროსა და რეალობას უნდა დაუბრუნდეს,   ვინძლო  ამ საათის გონგმა დრო უკუღმა არ დაითვალოს და მათგან არავინ დარჩეს დამსმელი შეკითხვისა ,,ვის უხმობს ზარი?''  თუ სოხუმში დღეს არსებულ ვითარებას  ( ოკუპანტების მხრიდან აფხაზების სრული ასიმილაციის პოლიტიკას, ეკონომიკურ კრიზისს, კრიმინალის თარეშს და, რაც მთავარია ,  გეომეტრიული პროგრესიით მზარდ დემოგრაფიულ დისბალანსს გავითვალისწინებთ,  დრო  აფხაზების წინააღმდეგ მუშაობს – საათის რემონტი ამ საქმეს ვერ უშველის, სანამ ისინი დროს მოსკოვზე  ასწორებენ.  
 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...