მთავარისიახლეებიპოლიტიკამურთაზ ზოდელავა - მე და ძალადობა, მე და დანაშაული ვართ სხვადასხვა სამყარო

მურთაზ ზოდელავა – მე და ძალადობა, მე და დანაშაული ვართ სხვადასხვა სამყარო

Published on

მე და ძალადობა, მე და დანაშაული ვართ სხვადასხვა სამყარო. ეს იცის ყველამ, ვინც მე მიცნობს, მათ შორის ამ შენობაში მსხდომმა ადამიანებმაც, – ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, სადაც გამოკითხვაზეა დაბარებული.ზოდელავა აცხადებს, რომ “პროკურატურაში დაბარება სამეგრელოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება”.„ივანიშვილმა სამეგრელო სამთავროებად თუ სათავადოებად, კონკრეტულ კლანებს გადასცა. მაგალითად, შონიას, შენგელიას, იზორიას, ბესელიას კლანს.  სამეგრელოში “ქართული ოცნების” რაოდენობა უტოლდება საჯარო მოხელეების რაოდენობას და მათი ოჯახის წევრებიც არ არიან მათი მომხრეები.  ამ ორიოდე დღის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს თითქმის ყველა რაიონის “ქართული ოცნების” თავმჯდომარე. სამიოდე კვირის წინ სამეგრელოს რეგიონში გაათავისუფლეს თანამდებობიდან თითქმის ყველა პოლიციის უფროსი და სამხარეო პოლიციის უფროსი. ეს ყველაფერი ამას უკავშირდება. ჩვენ გავაქტიურდით სამეგრელოში და კონკრეტულ კორუფციულ თემებზე ვსაუბრობთ”, – განაცხადა ზოდელავამ.მისივე თქმით, სამეგრელოში მუნიციპალიტეტები არ არსებობს და ე.წ. მუნიციპალიტეტები არის „ქართული ოცნების“ შტაბები.ამასთან პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყოფილ მთავარ პროკურორთან კითხვები ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის, ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერებასა და წილების დაუფლებასთან დაკავშირებით აქვთ.2007 წელს მურთაზ ზოდელვა მთავარ პროკურატურაში იურიდიული სამმართველოს უფროსი იყო.

სიახლეები

2025 წელს საქართველო 31 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ და 11 ათასზე მეტმა ბავშვმა დატოვა – საქსტატი

საქართველოდან ახალგაზრდების ემიგრაციის მასშტაბი კვლავ მაღალია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანა 20-დან...

ვახო სანაიას Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს

Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, ჟურნალიტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე...

ღარიბაშვილის ბოიკოტი -ის სასამართლო პროცესს არ ესწრება

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა და 19 ოქტომბერს...

ტრამპი ცდილობს, უკრაინა აიძულოს, რუსეთის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადოს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, უკრაინა რუსეთის წინაშე კაპიტულაციაზე...