მთავარისიახლეებისაზოგადოებადაბა ჯვარში ფიცრის შენიღბულად ტრანსპორტირების სამი ფაქტი გამოვლინდა

დაბა ჯვარში ფიცრის შენიღბულად ტრანსპორტირების სამი ფაქტი გამოვლინდა

Published on

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ფიცრის უკანონო და შენიღბულად ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში შეჩერებული მიკროავტობუსების საფუძვლიანი დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილ იქნა 2 მ3 წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი, რომელიც შენიღბულად იყო განთავსებული ერთ შემთხვევაში, სხვადასხვა სურსათთან, მეორე შემთხვევაში – მგზავრების სავარძლის ქვეშ, ხოლო მესამე შემთხვევაში – სპეციალურ სამალავებში. 
„მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...