მთავარისიახლეებისაზოგადოებააზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში დაიწყება

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში დაიწყება

Published on

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოების დაწყების ვადა მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრა.„დასავლეთ საქართველოში განთავსებულ დამჭერებზე დაფიქსირდა მავნებლის ზღვრული ოდენობა, შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტო შეწამვლით ღონისძიებებს უახლოეს დღეებში დაიწყებს, რის შესახებაც წინასწარ ეცნობება მოსახლეობას.ღონისძიებების კოორდინირებულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის დასავლეთ საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, სადაც შექმნილია მონაცემთა ელექტრონული ბაზა. მონიტორინგის შედეგები აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და ღონისძიებები იგეგმება ანალიზის შედეგად, მუნიციპალიტეტების მიხედვით.სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რაც გასულ წელთან შედარებით, გაათმაგებულია. აღნიშნული ტექნიკა უკვე გადანაწილებულია სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით, რათა საჭიროების შემთხვევაში, დროულად დაიწყოს წამლობითი ღონისძიებები.არსებული რესურსით შესაძლებელია 250 ათასი ჰექტარი ფართობის ოთხჯერ დამუშავება“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...