მთავარისიახლეებისაზოგადოებაარასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად თბილისში ბრიტანელი ექსპერტები ჩამოვიდნენ

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად თბილისში ბრიტანელი ექსპერტები ჩამოვიდნენ

Published on

თბილისში ბრიტანელი ექსპერტები ჩამოვიდნენ, რომლებიც ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩაატარებენ.ბრიტანელი ექსპერტები საქმეში დაცვის მხარის მოთხოვნით ერთვებიან.პირველ შეხვედრას ექსპერტები გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გამართავენ, სადაც კრიმინალისტიკური ლაბორატორია მდებარეობს. შესაძლოა, შესაბამისი სამუშაოები ექსპერტებმა, სწორედ აღნიშნულ ლაბორატორიაში განახორციელონ. ისინი ლაბორატორიის ხელმძღვანელს შეხვდებიან.როგორც რამდენიმე დღის წინ ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, ჩატარებულმა ექსპერტიზამ ვერ გასცა პასუხი კითხვას, იმასთან დაკავშირებით, რამდენი დანა იყო გამოყენებული, ვინ მიაყენა კონკრეტული დაზიანებები და ვის მიერ მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა არასრულწლოვანი. ბრიტანელი ექსპერტების დასკვნამ კი, სწორედ ამ კითხვებს უნდა უპასუხოს.თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...