,,მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას. რაღაც უბედურება უნდა მოხდეს ამისთვის” – ასე ამბობდა ,,ქართული ოცნების” ზარატუსტრა ბიძინა ივანიშვილი

0
481

"ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება არ იქნება სწორი, თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ღმერთმა ნუ ქნას დადგეს. მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას. რაღაც უბედურება უნდა მოხდეს ამისთვის”.- ასე ამბობდა  ჩვენი დროის ზარატუსტრა თუ ნიცშეს ანალიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი, როცა უსვამდნენ კითხვას , აპირებდა  თუ არა დაბრუნებას ხელისუფლების სათავეში, ოფიციალურად, თორემის რომ არასად წასულა და დისტანციურად მართავდა პროცესებს, არავისთვის ყოფილა საიდუმლო. 

როგორც ჩანს  ის, რასაც იგი  უბედურებად თვლიდა, მოხდა, მაგრამ საბედნიეროდ  არა ქვეყნის ცხოვრებაში, არამედ მის პარტიაში.  რაკი მას უყვარს წაუკითხავი ავტორების ციტირება გარემოცვის მიერ მომზადებული ,,შპარგალკებიდან'' ( რის გამოც ერთმანეთში 
ურევს ხოლმე  პოეტ ილია ჭავჭავაძეს და ,,კომპოზიტორ'' აკაკი წერეთელს),  ამ სიტუაციაში შეძლება შევთავაზოთ ფრაზა დანიის პრინცის მონოლოგიდან – ,,რაღაც დალპა დანიის სამეფოში ''

 
,,ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ოფიციალური სტატუსით დაბრუნება პარტიაში არსებული კრიზისის გამო გადაწყვიტა და არა ქვეყანაში არსებული მძიმე ფონის გამო.„ასეთი ცინიზმი ადამიანის მხრიდან, რომ გამოვიდეს და თქვა მე ვბრუნდები იქ, საიდანაც არასდროს არ წასულა, ნაკლებად მოიძებნება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში,“ – ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.
 
„ესეც ცალკე ტრაგედია, როდესაც ადამიანს მიაჩნია უბედურებად და მეორედ მოსვლა, როდესაც პარტიაში აქვს პრობლემა, იმიტომ, რომ ის, რომ ქვეყანაში მთელი ექვსი წლის განმავლობაში მართლაც მეორედ მოსვლაა და ტრაგედია ტრიალებს, მას არარად არ მიაჩნია, მაგრამ სანამ მუშტი-კრივი არ გამართეს ერთმანეთს შორის „ქართულ ოცნებაში“ და სანამ უბრალოდ არ აგინებენ ღია საპარლამენტო სხდომის მიმდინარეობისას, ეს ადამიანი თვლიდა, რომ არაფორმალური მმართველის ამპლუა ჩემთვის კომფორტულია, რომ თან ვმართავ და თან ხეებს გადავრგავ. აღარ იყიდება, აღარ დარჩა მგონი, საზოგადოებაში არავინ, ვინც ამას დაიჯერებს, რომ ბატონი ივანიშვილი საიდანღაც ახლა დაბრუნდა,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
 
იმ რეალობაში, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს ექნება უფრო მეტი ძალაუფლება, ვიდრე პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვა ნებისმიერს ინსტიტუციას, ქვეყნაში რაიმე ტიპის პროგრესსზე და დემოკრატიულ განვითარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა თამარ კეკენაძემ განაცხადა, რითაც შეაფასა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ.
 
 პოლიტიკაში დაბრუნებით მან აღიარა, რომ მისმა არაფორმალურმა მმართველობამ და არაკომპეტენტურმა გუნდმა „ქართული ოცნების“ სახით, საქართველოს განვითარება ჩიხში შეიყვანა.
 
„როდესაც იგი პოლიტიკიდან მიდიოდა, მკაფიოდ თქვა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ ქვეყანაში მოვლენები არასასურველად განვითარდებოდა. რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება მოვლენების პირადად მისთვის საზიანო გზით განვითარება. ბოლო პერიოდში, როგორც ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით კი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, სერიოზული, ღია კრიტიკა ისმოდა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით.
 
ამ ნაბიჯით ივანიშვილი ეცდება შექმნას ილუზია, რომ ქვეყნის მართვის მოდელი ფორმალურ, სამართლებრივ ჩარჩოს უბრუნდება, რაც რა თქმა უნდა, ილუზიაა, რადგან იმ რეალობაში, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს ექნება უფრო მეტი ძალაუფლება, ვიდრე პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვა ნებისმიერს ინსტიტუციას, ქვეყნაში რაიმე ტიპის პროგრესზე და დემოკრატიულ განვითარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.
 
წინა სტატიაზუგდიდში მერიის საწყობი გაქურდეს
შემდეგი სტატიაივანიშვილის ,,მეორედ მოსვლამ” დღეს გარკვეულწილად გადაფარა ორი ნიშანდობლივი და ძალიან ცუდი ამბავი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური