მთავარისიახლეებისაზოგადოებაივანიშვილის ,,მეორედ მოსვლამ'' დღეს გარკვეულწილად გადაფარა ორი ნიშანდობლივი და ძალიან ცუდი ამბავი

ივანიშვილის ,,მეორედ მოსვლამ” დღეს გარკვეულწილად გადაფარა ორი ნიშანდობლივი და ძალიან ცუდი ამბავი

Published on

ივანიშვილის ,,მეორედ მოსვლამ'' დღეს გარკვეულწილად გადაფარა ორი ნიშანდობლივი და ძალიან ცუდი ამბავი.
 
ერთი  ცუდი ამბავი ეხება ბავშვს, რომელსაც 1 წლის წინ იაშვილის კლინიკის ექიმებმა ოპერაციის დროს სხეულში, სავარაუდოდ, დოლბანდი ჩაუტოვეს. 
დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იმ ბავშვის მშობელს ესაუბრა, რომელსაც 1 წლის წინ იაშვილის კლინიკის ექიმებმა ოპერაციის დროს სხეულში, სავარაუდოდ, დოლბანდი ჩაუტოვეს. მშობელი ახლაც საფრანგეთში იმყოფება და ტელეკომპანიას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ესაუბრა. მშობლის თქმით, ფრანგმა ექიმებმა დოლბანდი ოპერაციის დროს აღმოაჩინეს.
 
„პროფესორმა გადაწყვიტა, რომ ნენე საოპერაციოში შეეყვანა და მისი ორგანოები დაეთვალიერებინა. 5 საათის შემდეგ ყველაფერი დასრულდა. ექიმი გამოვიდა და მითხრა – აი, ნახე, ტამპონი გამომიტანა თვითონ. აი, ნახე, უბრალოდ, რა ვნახეთ მის მუცელში და ნენეს რა სტანჯავდა. გაოგნებული დავრჩით იმიტომ, რომ ბავშვს 2 თვის ასაკში ჩაუტარდა ეს ოპერაცია იაშვილის კლინიკაში. აქ რომ ჩამოვედით, ბავშვი 1 წლის და 2 თვის იყო – ზუსტად 1 წლის მერე აღმოაჩინეს ეს ტამპონი ბავშვის მუცელში. ტამპონი დამპალი, ხოლო ღვიზლი, რომელზედაც ტამპონიიყო მიკრული,  ძლიერ დაზიანებული აღმოჩნდა.  2 თვის 2 კგ-იანი ბავშვი, რომელმაც ამხელა ოპერაცია გადაიტანა, რასაც ექიმი არ ელოდებოდა, რომ გადაიტანდა, ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაწირეს. მას გადასარჩენი ოპერაცია კი არა, დამღუპველი ოპერაცია ჩაუტარდა. ასეთი რაღაც, რაც თქვენ დაგემართათ, აფრიკის ქვეყნებში აღარ ხდება, საიდან ჩამოხვედიო“, – ამბობს ლია ალიბეგაშვილი. 
 
იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა, რომ მცირეწლოვანს ოპერაცია კარგად და წარმატებით ჩაუტარდა. “ვერანაირად ვერ დავასტურებ ამ ინფორმაციას,მარტივი მიზეზის გამო: არ არსებობს არანაირი დოკუმენტაცია, არანაირი ოფიციალური პასუხი საფრანგეთიდან ჩვენ არ გვაქვს. რაც შეეხება ოპერაციის ტექნიკურ ხარვეზს, რომ ოპერაცია არასწორად იყო ჩატარებუოლი, თვით ის ფაქტი, რომ ის ბავშვი კლინიკიდან გაიწერა და 10 თვის შემდეგ იყო სტაბილურ მდგომარეობაში, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ოპერაცია ჩატარდა კარგად, სწორად და წარმატებით,” – ამბობს ივანე ჩხაიძე. 

 
მეორე ცუდი ამბავი ის არის, რომ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ქვეშის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა აღნიშნული სოფლის მცხოვრები სერგო დარბაიძე დააკავეს. 55 წლის სერგო დარბაიძე პირუტყვს მწყემსავდა.
როგორცსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. მათი ინფორმაციით, მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...