მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ის აქ არის''... ივანიშვილი დათანხმდა ,,ქართულ ოცნებას'' უხელმძღვანელოს და დაბრუნდა, მაგრამ...

,,ის აქ არის”… ივანიშვილი დათანხმდა ,,ქართულ ოცნებას” უხელმძღვანელოს და დაბრუნდა, მაგრამ წასული იყო რომ?

Published on

 ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა, რომ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ უხელმძღვანელოს, – ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა და პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. 
 
ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს დროს ჩამოაყალიბა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, თუ რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის მისი დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ პირადად ჩემი და მთელი გუნდის სახელით მე შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს ჩვენს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა. მას ყველაზე მეტად ძალუძს გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში, შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა
 
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას „ქართული ოცნების“ გაძლიერების მიზეზით ხსნის პარლამენტის თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძეც :  ,, ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, რომ საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პარტია და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება. ამას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, რესურსი და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგება ბიძინა ივანიშვილი. ის სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ჩვენს პარტიაში. სხვა , ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის – პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი – საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილი პარტიას ჩაუდგება სათავეში და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვება.''
 
პრემიერ მინისტრიცა და პარლამენტის თავმჯდომარეც სავსებით მართალნი ( შესაძლოა პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში) არიან იმაში, რომ   ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის,  მაგრამ   ბუნებრივად იბადება კითხვები – დიდი ხნით ? უნდა კი ხალხს ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც არის? 
 პასუხი ამ კითხვებს  მათ კი არა , უკვე თავად ხალხმა უნდა გასცეს. 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...