მთავარისიახლეებიპოლიტიკაემზარ კვიციანის ტელეაღსარება და საკრალური კითხვა: კიდევ ვისა ჰყავს რუსეთში ცოლ-შვილი ?

ემზარ კვიციანის ტელეაღსარება და საკრალური კითხვა: კიდევ ვისა ჰყავს რუსეთში ცოლ-შვილი ?

Published on

 უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და ამბოხის მოწყობისთვის გასამართლებული დეპუტატი, ემზარ კვიციანი 12 წლის შემდეგ აღიარებს, რომ კოდორის ცნობილი მოვლენების დროს და შემდეგაც ის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო მართული და მათი დავალებით მოქმედებდა. მისი თქმით, 2006 წლიდან 2012 წლამდე რუსული პროპაგანდისტული მედიის დავალებებს ასრულებდა და რუსული სახელმწიფო არხების ეთერში ყვებოდა იმას, რასაც მოსკოვში ავალებდნენ. ის თავს იმით იმართლებს, რომ ოჯახი მოსკოვში ჰყავდა და იძულებული იყო კრემლის სასარგებლოდ განცხადებები გაეკეთებინა.
 
კოდორის ხეობის ყოფილმა რწმუნებულმა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2006 წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, რასაც კოდორის ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარება მოჰყვა. შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ კვიციანი ოკუპირებული აფხაზეთის გავლით მოსკოვში წავიდა და რუსულ არხებზე იმდროინდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა.
საუბარია მის მიერ არაერთხელ გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რომ კოდორის ხეობაში იყვნენ ამერიკელი სამხედროები. კვიციანის თქმით, ამ განცხადებების გაკეთებას მას რუსული სპეცსამსახურები ავალებდნენ.
რუსული საინფორმაციო საშუალებები სწორედ მის  ინტერვიუზე დაყრდნობით ირწმუნებოდნენ, რომ ხეობაში ამერიკელი სამხედროები იმყოფებოდნენ და ამით საქართვლოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთთან ვითარებას ძაბავდა.
 
„ოჯახი იყო იქით გატყუებული. მე სად წავიდოდი გარდა იმისა, სადაც ჩემი ოჯახი იყო. მე შემეძლო წამოსვლა იქიდან, ვერტმფრენის გატაცებაც შემეძლო იმიტომ, რომ იარაღიც მქონდა იმ პერიოდში მაგრამ სად წავსულიყავი?! უკვე ვიცოდი, რომ ერთნი იყვნენ სააკაშვილის ხელისუფლება და რუსეთი,“-განცხადა ემზარ კვიციანმა.  „რაც შეეხება განცხადებებს, ჩემთვის იყო მთავარი, რომ ქმედება არ შემოეთავაზებინათ ჩემთვის თორემ განცხადება ჩემთვის იყო არაფერი. იმიტომ, რომ მე ოჯახი მყავდა გადასარჩენი. იმ განცხადებებით მე არაფერი არ ვავნე ჩემს სამშობლოს. იმ განცხადებებით მე მხოლოდ და მხოლოდ ვავნე ჩემს თავს. რაიმე დაუშავდა ჩემს ქვეყანას ამ ლაპარაკით? მე წავედი თვითლიკვიდაციაზე ავტორიტეტულად,“-განცხადა ემზარ კვიციანმა

 
ემზარ კვიციანი რუსეთიდან საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2014 წლის დასაწყისში დაბრუნდა. ყოფილი რწმუნებული აეროპორტში დააკავეს. მოგვიანებით კვიციანს ზუგდიდის სასამართლომ ამბოხებისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის მუხლებით 12 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ის პატიმრობიდან 2015 წელს პროკურატურის შუამდგომლობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა.
 
ის, რომ , ემზარ კვიციანი ციხის გარეთ არის,  რა თქმა უნდა პრობლემაა, მაგრამ უფრო დიდი პრობლემაა, რომ  მის პოლიტიკურ ტელეაღსარებას რეაქცია არ მოყოლია საპარლამენტო უმრავლესობაში და კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, რომ  კვიციანი   2016 წლიდან  საქართველოს პარლამენტის წევრია 

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...