მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთში დაღუპულ 22 მებრძოლს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ

აფხაზეთში დაღუპულ 22 მებრძოლს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ

Published on

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ 22 მებრძოლს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
 
აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 დაღუპულის ნეშტი სამების ტაძარში დაასვენეს, ორი კი ახლობლების მოთხოვნით საკუთარ სახლში გადაასვენეს.
 
გადმოსვენებულთა ამოცნობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა.  მათი ვინაობა უკვე ცნობილია. ესენი არიან თამაზ ხარბედია – მინისტრის მოადგილე, მიხეილ კოკაია – ჟიულ შარტავას მრჩეველი სამხედრო საკითხებში, ზურაბ ძამუნაშვილი – მებრძოლი, გელა ფარქოსაძე – მებრძოლი, გოჩა შინჯიკაშვილი – მებრძოლი, გიორგი არზუმანოვი – მებრძოლი, კობა ხეჩიკაშვილი – მებრძოლი, ნუგზარ ფრიდონიშვილი – მებრძოლი, ზაზა მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), ერმილე მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), სიმონ ჟორჟოლიანი – მებრძოლი (წყალტუბო), მუხრან თუთისანი – მებრძოლი (ხონი), დავით ღლონტი – მებრძოლი (ლანჩხუთი), იმედა კოპალიანი – მებრძოლი, დავით წურწუმია – მებრძოლი, შოთა ჯღამაძე – ექიმი, ნუგზარ მილორავა – მებრძოლი, ასკალო მანაგაძე – მშვიდობიანი მოქალაქე (ქუთაისი), გელა თურმანიძე – მებრძოლი (საჩხერე), ალექსანდრე ზაალიშვილი – მებრძოლი, მუხრან მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), გიორგი ზარქუა – მშვიდობიანი მოქალაქე (ფოთი)
 
სამგლოვიარო პროცესია 16:00 საათზე დაიწყება, თუმცა მანამდე სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
 
ამ დროისთვის აფხაზეთში კონფლიქტის დროს, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 148 დაღუპულია იდენტიფიცირებული.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...