მთავარისიახლეებისაზოგადოებაემზარ კვიციანის ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს საზოგადოებაში კრიტიკული...

ემზარ კვიციანის ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობას

Published on

საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ წარდგენილ ინიციატივას, რომელიც “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის” სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.
 
განცხადებაში ნათქვამია, რომ  ამგვარი ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლების, როგორც კონსტიტუციურ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან და წარმოადგენს საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობას.
 
„განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ იდეას მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ. კომიტეტის წევრები იზიარებენ პრინციპს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი. გავრცელებული ინფორმაციით კანონპროექტის განხილვისას გამოითქვა მოსაზრება კანონპროექტის შემუშავებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომლის შემადგენლობაშიც  საპატრიარქოს წარმომადგენლები და ასევე სხვა რელიგიური კონფესიები ჩაერთვებიან…
 
"აღსანიშნავია, რომ ეს არ არის გამოხატვის თავისუფლების ამგვარად შეზღუდვის პირველი შემთხვევა. მსგავსი ინიციატივები პარლამენტში 2013 და 2016 წლებშიც დაფიქსირდა, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში ინიციატივამ (რომელიც წინა შემთხვევებში მსგავს ქმედებებზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებდა) მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აღნიშნულ ინიციატივებთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება პლატფორმამ არაერთხელ დააფიქსირა. ინიციატივას გამოეხმაურა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოც"-ნათქვამია განცხადებაში.
 
„არა ფობიას“ განცხადების მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის რაიმე სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება კატეგორიულად მიუღებელია.
 
„საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში საქართველოში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც გარკვეულმა ჯგუფებმა ძალადობრივად გამოხატეს უკმაყოფილება მხატვრების, მწერლების, ჟურნალისტების მიმართ[4] სწორედ “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” საბაბით. მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში პლურალიზმის, დისკუსიისა და კრიტიკული მოსაზრებების ჩახშობას, მათ შორის მიმართული იქნება ხელოვნებისა და მედიის წინააღმდეგ.
 
"სამწუხაროა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ქვეყანაში უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს ძირითად პოლიტიკას უნდა გეგმავდეს და ზრუნავდეს მათ მიერ კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობაზე (მათ შორის ამ მიმართულებით არსებული სისტემური პრობლემების გადაჭრაზე), უმცირესობათა უფლებების შეზღუდვის და საზოგადოებაში ჯანსაღი კრიტიკის ჩახშობის ხელშემწყობად გვევლინება“-წერია განცხადებაში.
 
"არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, ყურადღება მიაქციოს როგორც კონსტიტუციურ ისე საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე ქვეყანაში არსებულ საჭიროებებს და  არ დაუჭიროს მხარი აღნიშნულ ინიციატივას არც ამ და არც რაიმე სხვა ფორმით.
 
განცხადებას ხელს აწერს:  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); მედიის განვითარების ფონდი (MDF), თანასწორობის მოძრაობა, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI)შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- საქართველო, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

სიახლეები

მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა

ოლიგარქის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა. არიან თუ არა შეწყალებულთა შორის...

რეზო კიკნაძე-ისეთია ხალხია ციხეში, თავს დამნაშავედ ჩავთვლი, გარეთ რომ ვიყოთ ჩვენ

რეზო კიკნაძემ სინდისის პატიმრების მშობლებს დაურეკა, რომლებიც დილიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებიან და ყაველაშვილის...

მეუფე იაკობი “ოცნებას” მოუწოდებს, დაიწყოს შერიგების პროცესი ეკლესიის შუამავლობით

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა. მეუფე...

იტალიამ რუსეთიდან გამოსული გემი დააკავა, რომელმაც, სავარაუდოდ, სანქციების რეჟიმი დაარღვია

იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 17 იანვარს შავი ზღვის რუსული ტერიტორიული წყლებიდან ბრინდიზის პორტში შესული გემი...