მთავარისიახლეებისაზოგადოებასასულიერო აკადემიაში სტუდენტებს სცემენ?

სასულიერო აკადემიაში სტუდენტებს სცემენ?

Published on

სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულები პროტოპრესვიტერ მამა გიორგი ზვიადაძის მხრიდან  შეურაცხყოფის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით დღეს წმინდა სინოდს მიმართავენ.  მათ ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადეს, რომ .აკადემიაში მათზე როგორც სულიერი, ისე ფიზიკური ძალადობა ხორციელდება და მოითხოვეს  სინოდზე დადგეს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის საკითხი და ზოგადად სასულიერო სემინარიის პრობლემატიკა. ,, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული საკითხების არ განხილვის შემთხვევაში, ჩვენ იძულებულები ვიქნებით მივმართოთ ბრძოლის სხვა მეთოდებს. ანუ გადავიდეთ უკვე სამართლებრივ სფეროში და შესაბამისი ზომები გავატაროთ ამ მიმართულებით,“-განაცხადა  სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულმა ლადო წითლიძემ
 
სიონის ტაძრის წინამძღვარი და სხვა სასულიერო პირები  ფიზიკურ შეურაცხყოფაში, სასულიერო აკადემიის სტუდენტების შემდეგ  მრევლმაც დაადანაშაულა, მაგრამ აქამდე არაფერი შეცვლილა.
 
დღევანდელ ბრიფინგზე სასულიერი სემინარიის სტუდენტები და  კურსდამთავრებულები საპატრიარქოს მმართველი ორგანოსგან კონკრეტული ფაქტების შესწავლასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ და აცხადებენ რომ  იმ ფაქტებსაც გაასაჯაროებენ, რომელიც სემინარიასა და საპატრიარქოში ხდება. მათ შორის საუბარია თანხების გაფლანგვასა და სტუდენტების მიმართ არასამართლიან მოპყრობაზე.
 
 პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე მის მიმართ წაყენებულ   ბრალდებებს აბსურდს უწოდებს.
 
,,სასულიერო აკადემიაში, რომელშიც მოღვაწეობენ სასულიერო მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები, ვის წარმოუდგენია, რომ რაიმე სახის ძალადობა იყოს? სასულიერო აკადემია უშუალოდ პატრიარქის მეთვალყურეობის ქვეშ არის, მე არ შემიძლია ვისაუბრო თუ რაში სჭირდებათ ეს განცხადებები. მე შემიძლია ვისაუბრო თუ რა არის სიმართლე და რა არა. წარმოუდგენელია, რომ აკადემიაში რაიმე ძალადობას ჰქონდეს ადგილი. პირიქით, სამეცნიერო საბჭოს მთელი პედკოლექტივის და სტუდენტების უდიდესი მცდელობაა, რომ რაც შეიძლება მაღალი სულიერების და ცოდნის მიღების საშუალება იყოს აკადემიაში. მე არ შემიძლია რომელიმე ადამიანს გული ვატკინო, არ შემიძლია ვისაუბრო თუ ვის რა მიზანი აქვს. მხოლოდ გეტყვით, რომ სასულიერო აკადემიას აქვს თავისი მიზნები და ამოცანები და ამას წარმატებით ასრულებს. ვამაყობთ, რომ აკადემიაში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი აღიზარდა და მომავალშიც აღიზრდება და ისინი ჩვენი ქვეყნის სამსახურში იქნებიან. არასოდეს მოხდება, რომ აკადემიამ შეწყვიტოს იმ ამოცანების შესრულება, რაც პატრიარქისგან და მართლმადილებლური ეკლესიიგან აქვს დაკისრებული'', – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...