მთავარისიახლეებიმსოფლიოსაპროტესტო აქციები დღეს დილიდან ერევნის გარეუბნებშიც დაიწყო.

საპროტესტო აქციები დღეს დილიდან ერევნის გარეუბნებშიც დაიწყო.

Published on

სომხეთში დაუმორჩილებლობის მარში გრძელდება. ერევნის ქუჩებში საპროტესტო აქცია დღეს დილიდან განახლდა.  სამართალდამცველებმა დემონსტრაციების ორგანიზატორი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც გუშინ დააკავეს, გაათავისუფლეს.
 
პაშინიანი მომხრეებს შეუერთდა. ამ წუთებში ასეულობით ადამიანი ერევნის ცენტრალური ნაწილისკენ მიემართება.
 
მათი მოთხოვნა უცვლელია – მომიტინგეები პრემიერ მინისტრ სერჟ სარქისიანს გადადგომისკენ მოუწოდებენ.
 
აქციის მონაწილეებმაზოგიერთი ქუჩა გადაკეტეს. ისინი ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებენ. 
 
„სომხეთის პოლიცია ოპერატიულ მდგომარეობას აკონტროლებს, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი შედეგები. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ შეწყვიტონ შეკრებები და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა“, – განაცხადეს სომხეთის პოლიციის პრესსამსახურში. 
 
სომხური მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები დღეს დილიდან ერევნის გარეუბნებშიც დაიწყო. 
 
ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა დაასახელეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.
 

პროტესტი სომხეთში უკვე მეათე დღეა გრძელდება. აქციები სამართალდამცველებთან შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს. დაკავებულ აქტივისტთა რაოდენობამ 270-ს გადააჭარბა.
 
სომხეთში ვითარებამ საშიშ ზღვარს მიაღწია და შეუქცევად შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს, – ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის განცხადებაში. 
 
სარქისიანი მწუხარებას გამოთქვამს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შეწყვეტის გამო და მიიჩნევს, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს.
 
„აუცილებელია უარის თქმა დესტრუქციულ ქმედებებზე და დიალოგის შესაძლებლობების ძიება. ამიტომ ყველა მოქალაქეს, თანამემამულეს და დიასპორას მოვუწოდებ, თავის შეიკავონ სიტუაციის გამწვავებისგან. არ შეიძლება საფრთხის ქვეშ დავაყენოთ სომხეთის უსაფრთხოება“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...