მთავარისიახლეებიპოლიტიკაპაოლო ალი: საქართველოს ნატოსთან სრული ინტეგრაცია მოითხოვს დროს და რეფორმების გატარებას

პაოლო ალი: საქართველოს ნატოსთან სრული ინტეგრაცია მოითხოვს დროს და რეფორმების გატარებას

Published on

ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის "როუზ-როსის" 97-ე სემინარი მიმდინარეობს. შეხვედრის მონაწილეებს, სიტყვით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მიმართა.
 
პაოლო ალიმ ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ასამბლეა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რუსეთის საოკუპაციო ქმედებებზე ისაუბრა.
 
 
„2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის შემდეგ ასამბლეამ დაუყოვნებლივ დაგმო აგრესია და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას. მისი აგრესია უკრაინაში, ყირიმის აგრესია – მისი მცდელობის ნაწილია, საფრთხის ქვეშ დააყენოს მთელი რიგი ქვეყნების სუვერენიტეტი. კრემლი ცდილობს შეაჩეროს მისი მეზობელი ქვეყნების ევროინტეგრაცია, მუშაობს პირდაპირ ასადის რეჟიმთან და ირანთან.
 
ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მანამდე კი უნდა გავაღრმავოთ თანამშრომლობა. პარტნიორობა არ ნიშნავს წევრობას და  სრული ინტეგრაცია მოითხოვს დროს და რეფორმების გატარებას.  საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება არის ევროპის უსაფრთხოების ნაწილი. რაც აქ მოხდება, აუცილებლად აისახება ევროპაზე. გვინდა ვიხილოთ ეს რეგიონი, როგორც თავისუფალი განვითარების რეგიონი. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ გაუგებრობის ფონზე, რომელიც რეგიონშია, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები, ანექსირებულია ყირიმი, რთულია ვითარება უკრაინაში. რუსეთი იბრძვის, რომ გაიმყაროს პოზიციები სირიაში, სადაც პირდაპირ მუშაობს ასადის რეჟიმთან.
 
ალიანსის წინაშე დგას დიდი ამოცანა სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის შენარჩუნების თვალსაზრისით. საქართველო არის არაჩვეულებრივი მაგალითი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის. ეს ინტეგრაცია არის ტრანსფორმაციის საშუალება – დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების გარანტი. ვიცით, რამდენად მონდომებულია საქართველოს რომ მიაღწიოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ნატო-მ, ევროკავშირმა და საქართველომ ერთად უნდა იზრუნონ, რომ შეინარჩუნონ ეს დინამიკა",- განაცხადა პაოლი ალიმ. 
 
 
 

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...