მთავარისიახლეებისაზოგადოებახეების სასაფლაო სოფელ ჯვარასთან. ვინ არის მკვლელი?

ხეების სასაფლაო სოფელ ჯვარასთან. ვინ არის მკვლელი?

Published on

ათასობით მოჭრილი ხე და მორიგი ეკო კატასტროფა ქვემო ქართლის რეგიონში – სოფელ ჯვარასთან ასწლოვანი ხეების კომპანია RMG GOLD შესაბამისი ნებართვის საფუძველზე მოჭრა.
 
RMG GOLD ოქროს ახალი საბადოს ასათვისებლად ემზადება. ამჯერად სხვა რეგიონში. ბოლნისისა და დმანისის შემდეგ, ახლა უკვე თეთრიწყაროს მოსახლეობაც დადგება იმავე ეკოლოგიური პრობლემების წინაშე – დაბინძურებული გარემო და კიბოთი დაავადების უმაღლესი რისკი.
 
საქსტატის მიხედვით ქვემო ქართლის რეგიონიდან, 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე 1 მლდ. 900 მლნ. დოლარის ღირებულების ოქროსა და სპილენძის მადანი ამოიღეს და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანეს. ათასობით სამუშაო ადგილითა და ბიუჯეტში გადახდილი ფულით კი სახელმწიფო ყველა იმ ეკოლოგიურ პრობლემას ამართლებს, რასაც რეგიონის მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება. ბნელი ხევის საბადო საყდრისის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იქნება და არანაკლებ მასშტაბური იქნება მისი გვერდითი ეფექტებიც

სიახლეები

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას მედიის დაშვების

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღადგინოს „სიენენის“, MS NOW-ისა და...

ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა – პაპუაშვილი აქციის მონაწილეებს

პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ - ხალხს, რომელიც უკვე თითქმის ორი წელია ქუჩაში დგაგან, შალვა პაპუაშვილმა...