მთავარისიახლეებიპოლიტიკაბაჩანა ახალაია და ანი ნადარეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს ეხმაურებიან

ბაჩანა ახალაია და ანი ნადარეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს ეხმაურებიან

Published on

საქართველოს ყოფილი თავადაცვის მინისტრი თავისუფლების აღლვეთის ადგილიდან სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თნახმად  2012 წლის 28 დეკემბრის ‘’ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის კანონის საფუძველზე, ასევე დანაშაულთა ერთობლიობითა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, ბაჩანა ახალაიას 9 წლით, ხოლო ნიკოლოზ ძიმცეიშვილს 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. მათვე ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება, შესაბამისად 3 წლის და 1 წლის ვადით.
 
,,.ერთია, როცა დანაშაულს დაგაბრალებენ, მეორეა, როცა ამ სახით აშკარა შეურაცხყოფას გაყენებენ. ეს განაჩენი, ეს სასამართლო, მთლიანად ეს ხელისუფლება დაკავებულია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფის მოყენებით, რომელმაც სამუდამოდ უნდათ გამანადგუროს მორალურად; მაგრამ ამ შეურაცხყოფაზე ჩემი ერთადერთი პასუხი იქნება ის, რომ რამდენი წელიც არ უნდა დაჭირდეს ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს შვილებს, ჩემს ოჯახს, მთელ ქართულ საზოგადოებას სწორედ ამ მოსამართლეების პირიდან მოვასმენინო სრული სიმართლე. ისინი უნდა წარსდგნენ ხალხის წინაშე და დეტალურად მოყვნენ, ვინ დაავალა ასეთი სიბინძურეების კეთება და რატომ ასრულებენ ასეთ ბინძურ დავალებებს'' აცხადებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.
 
მინისტრის მეუღლე ანი ნადარეიშვილი აცხადებს:
,,დღეს ივანიშვილის ჯიბის სასამართლომ და მოსამართლე ლელა შკუბულიანმა 9 წელი (სიმბოლურად 9) მიუსაჯა ბაჩოს რუსეთის ჯაშუშების საქმეზე, საქმეზე სადაც მთავარი მოწმე ლადო ბედუკაძე იყო, საქმეზე, რომელზეც მოსკოვიდან სკაიპით ბაჩოს წინააღმდეგ დაიკითხა ჯაშუში ჩაპლიგინი; საქმეზე რომლის ექსპერტის ფარული ჩანაწერი გავრცელდა სადაც პროკურატურას ექსპერტი პირდება რომ როგორც მათ უნდათ ისე იქნება ყველაფერი, საქმეზე სადაც 2013 წელს ექსგუმაცია ჩაუტარეს ჯაშუშ თეთრაძეს და დადგინდა რომ ის გაუპატიურებული არ ყოფილა და გულით გარდაიცვალა.
ამ "9 წლიანი" განაჩენით ბაჩო დასაჯეს იმისთვის რომ ვერ გატეხეს!
პ.ს. რა მნიშვნელობა აქვს ციფრებს –  9 იქნება თუ 109, ბაჩო მაშინ გამოვა ციხიდან როცა ბორია ივანიშვილი აღარ იქნება საქართველოს დირექტორი.'' წერს ანი ნადარეიშვილი

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...