მთავარისიახლეებისაზოგადოებაუფასო დენი ენგურჰესისგან და სრული უკონტროლობა მის ხარჯვაზე აფხაზეთში

უფასო დენი ენგურჰესისგან და სრული უკონტროლობა მის ხარჯვაზე აფხაზეთში

Published on

ენგურჰესის კომპლექსის გენერალური დირექტორი ლევან მებონია   სვანეთსა და რაჭაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე აცხადებს, რომ მასობრივი კამპანიები, რომელიც გიგანტური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ არის მიმართული,  ამუხრუჭებს ენგურჰესთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას.
 
 მებონიას თქმით, უკვე დადგა დრო, როდესაც ქართულმა მხარემ, უფრო მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავოს და გარკვეული ზომები მიიღოს   ელექტროენერგიის უკონტროლო ხარჯვის წინააღმდეგ, ,რომელიც აფხაზეთშია გამეფებული. .ekhokavkaza.com-თან საუბარში იგი ამბიბს, რომ  , აფხაზეთი ჯერ კიდევ რჩება საქართველოს გაერთიანებული ენერგოსისტემის ყველაზე მსხვილ მომხმარებლად, რომელიც არ იხდის არც გენერაციისა და არც ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რემონტის თანხას –  აფხაზეთს უფასოდ მიაქვს ელექტრონერგია და არავითარი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, რათა თუნდაც მცირედი თანხა გადაუხადოს ჰესს. მეტიც, მათ ამის არავითარი ვალდებულება არ გააჩნიათ შესაბამისად  რუსი და თურქი ბიზნესმენებისთვის აფხაზეთის რეგიონში ბიზნესის წარმოება ხელსაყრელია,  იმით, რომ ” სწორედ უფასო დენია – ანუ ქართული მხარის მიერ გადახდილი… ამასთან, მთელ აფხაზეთში რუსული ბაზების ელექტროენერგიით მომარაგებას, სწორედ ქართული მხარე უზრუნველყოფს და ეს წლებია გრძელდება.
 
რეგიონის მოთხოვნები კი სისტემატურად იზრდება – ბოლო ხუთი თვის განმავლობაში დენის 95% აფხაზურმა მხარემ წაიღო, ეს იმ დროს, როდესაც ქართული მხარე, დეფიციტს იმპორტის ხარჯზე ფარავდა. საქართველოს ენერგობალანსზე, შარშან პირველი დეკემბრიდან მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით, აფხაზეთმა 911 მილიონი კილოვატ-საათი მოიხმარა – თბილისმა კი 1 მილიარდ 112 მილიონი…

“გამოდის, რომ ნახევარმილიონიანმა თბილისმა სულ რაღაც 19%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარა, ვიდრე რეგიონმა, სადაც 220 ათასი ადამიანი ცხოვრობს და რომელსაც სერიოზული წარმოება არ აქვს…” – წერს გამოცემა.
 
. ლევან მებონიას თქმით, ასეთი სიტუაცია შეიქმნა 2013 წლიდან და მას შემდეგ, რეგიონში ელექტროენერგიის მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, რადგან მოსახლეობა გასათბობად და ზოგადად, ნებისმიერი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ელექტოენერგიას იყენებს.აპრილის დადგომასთან ერთად ელექტროენერგიის მოხმარება ორნახევარი-სამჯერ იკლებს. ჩვენ აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი გავმართეთ და მათ ლამის დაიფიცეს, რომ გადასახადი დაწესდებოდა და ხალხი დაიწყებდა გადახდას, რაც დენის გამოყენებას თავისთავად შეამცირებდა, თუმცა, დაპირება დაპირებად დარჩა…
 
ვიცი, რომ ისინი “ჭკვიანი” მრიცხველების დაყენების პერსპექტივას განიხილავდნენ, რომელიც მუშაობს წინასწარ გადახდით. ასევე, გეგმაში ჰქონდათ მისი მართვა რუსული კომპანიებისთვის გადაეცათ, თუკი ასეთი ვარიანტი ჩაუვარდებოდათ. ფაქტია, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და ერთხელაც, სადგური გაჩერდება. ამ ყველაფრის მიზეზი კი არის ადგილობრივი სპეციფიკა და ხელისუფლებისა და მოსახლეობის ურთიერთდამოკიდებულება”- აცხადებს მებონია.
 
ენგურჰესის კომპლექსის გენდირექტორის თქმით, მხარეებს შორის ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გენერაციის გაყოფასთან დაკავშირებით, არავითარი წერილობითი შეთანხმება არ არსებობს. ekhokavkaza-ს ინფორმაციით, “ჯენტლმენური შეთანხმება, რომელსაც 1997 წელს მიაღწიეს, ქართული მხარის სასარგებლოდ, პროპორციების 60%-ი 40%-ით გადანაწილებას გულისხმობდა…"
 
“ამ დღეებში სადგური მუშაობას სამი თვით შეაჩერებს – ამ დროის განმავლობაში ჩვენი ძალებით უნდა განვახორციელოთ დერივაციული გვირაბების რემონტი, საიდანაც წყალი კაშხალიდან ტურბინაში ჩაედინება, რომელიც გალის რაიონში მდებარეობს… არ ვიცით, ისინი ამ დეფიციტს როგორ გაუმკლავდებიან, სავარაუდოდ, დახმარებას რუსეთს სთხოვენ…” – აცხადებს მებონია ekhokavkaza-სთან საუბარში და დასძენს, რომ ამ ვითარებაში წარმოქმნილი დეფიციტის ამოწურვის ვალდებულება, ქართულ მხარეს არ აქვს. 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...