დღეს კათოლიკოს- პატრიარქი კიდევ 1000-მდე ბავშვს მონათლავს

0
380
სამების საკათედრო ტაძარში , დღეს ჩვილთა 53-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს- პატრიარქის ნათლული კიდე 1000-მდე ბავშვი გახდება. 
სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 53-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ნათლობის ჯვარი გადაეცემათ. 
 
ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.
 
დღეისთვის უწმინდესს 34 602 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
წინა სტატიაჭუბერში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაუფასო დენი ენგურჰესისგან და სრული უკონტროლობა მის ხარჯვაზე აფხაზეთში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური