მთავარისიახლეებისაზოგადოებადანგრეული ინფრასტრუქტურა და უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა - ევკალიპტი და მუხა წუხელ ანაკლიამდე...

დანგრეული ინფრასტრუქტურა და უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა – ევკალიპტი და მუხა წუხელ ანაკლიამდე მიიტანეს [Video]

Published on

ანაკლია-ზუგდიდის ცენტრალური გზა წუხელ ისევ პარალიზებული იყო. მიზეზი ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების ტრანსპორტირება გახდა. 2 უიშვიათესი ჯიშის ხე- მუხა და ევკალიპტი ანაკლიის სანაპიროზეა გაჩერებული.ხეების ტრანსპორტირება კომპანია "ზიმომ" განახორციელა. ხეების ტრანსპორტირების პროცესი გუშინ საღამოს დაიწყო, რა დროსაც მუნიციპალიტეტის 17 სოფელი ელ. ენერგიის გარეშე დარჩა. ენერგოკომპანიამ ისევე როგორც წინაღამეს, წუხელაც  ელექტროსადენები ჩახსნა, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ტრანსპორტირების სამუშაოების შესრულებისას დაზიანდა საგზაო ნიშნები და გარეგანათების ბოძები, ასევე დაზიანდა ერთ-ერთი სატვირთოც, რის გამოც ხის ტრანსპორტირება შეჩერდა.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, სიტუაცია არც გუშინ გამოსწორებულა, დაზიანებული ინფრასტრუქტურა უფრო მეტად დაზიანდა და რამდენიმე ადგილას ბეტონის საფარმა ჩაიწია. სულ ბიძინა ივანიშვილს სამეგრელოდან ანაკლიის გავლით 14 სხვადასხვა ჯიშის ხის გადატანა აქვს დაგეგმილი, რომელსაც სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გაიტანენ.

 

ხეების გადასატანად კომპანია "ზიმოს" ანაკლიაში "ბარჟა" გაკეთებული აქვს, რომელიც ხეების შეკვეთილში გადატანას უზრუნველყოფს.ანაკლიის სანაპიროზე ხის გადასატანად რკინის კონსტრუქციები ნაპირსამაგრი ზოლიდან მოხსენს. კომპანია "ზიმოს" მიწაყრილის გაკეთება ბარჟის საჭირო ადგილამდე მისასვლელად და 72 ტონიანი ხის ზღვაში გადასატანად დასჭირდა. 

9

 

სიახლეები

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...