მთავარისიახლეებიპოლიტიკაბანკების მოგების ხარჯზე საქართველოს ეკონომიკა ნადგურდება- მიხეილ სააკაშვილი

ბანკების მოგების ხარჯზე საქართველოს ეკონომიკა ნადგურდება- მიხეილ სააკაშვილი

Published on

მიხეილ სააკაშვილი „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ დირექტორებს გასულ წელს აღებული ხელფასის გამო აკრიტიკებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვაში განაცხადა, აღნიშნული ბანკების დირექტორებმა გასულ წელს 9 მილიონ დოლარამდე ხელფასი გამოიწერეს, „რაც არის ნამდვილი გაღორება“, რადგან ბანკების მოგების ხარჯზე საქართველოს ეკონომიკა ნადგურდება. 
 
„მინდა დავუბრუნდე ბანკების თემას, თქვენ იცით, რომ იმ ზემოგებების ხარჯზე, რომელიც აქვთ ბანკებს, პრაქტიკულად, საქართველოს ეკონომიკა ნადგურდება. ახლა ვნახე ციფრები. „საქართველოს ბანკის“ დირექტორს გილაურს და „თიბისი ბანკის“ დირექტორს ბუცხრიკიძეს ერთად 9 მილიონ დოლარზე მეტი ხელფასი აქვთ აღებული. ეტყობა მე რაღაცას ვერ ვხვდები. ჩვენ ყველას გვაქვს მიღებული რაღაც განათლება. თქვენს უმეტესობას აქვს ბევრად მეტი დამსახურება საქართველოს წინაშე, ვიდრე ამ ორ სუბიექტს. რის ხარჯზე გამოიწერეს ამხელა მოგება, ამხელა ხელფასი? ეს ხომ არის ნამდვილი გაღორება იმის ხარჯზე, რომ ხალხმა დაკარგა ბიზნესები, სახლები, მანქანები, საბანკო ანგარიშები დაუხურეს, ვერ იხდის სწავლის გადასახადს. ყოველ მეორე პენსიონერს აქვს ბანკის ვალი. ახალგაზრდები მასობრივად გაედინებიან ქვეყნიდან და თითოეული იწერს უფრო მეტ შემოსავალს, ვიდრე იღებს 13 000 ქართველი პენისონერი ერთად აღებული. ეს არის დიდი უსამართლობა. ამიტომ, ჩვენ ამ სფეროში უნდა დავამყაროთ მკაცრი წესრიგი. პირველ რიგში, უნდა აიკრძალოს არაპროფილურ ბიზნესებში ბანკების შესვლა. ახლა სადმე რაღაც მოგება რომ გაფაჩუნდება – თვითონ აქვთ მთელი ინფორმაცია კლიენტებზე, შედიან ამ კლიენტებთან და ახრჩობენ მათ – ხურავენ მათ წარმოებას, ანადგურობენ მათ ფერმებს, უსპობენ პერსპექტივას, რათა თავისთვის მიიღონ ზემოგება და კიდევ უფრო მეტი ფული ჩაიდონ ამ მევახშეებმა ჯიბეში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მაისის დასაწყისიდან, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიწყებს „უსამართლო ვალების“ აღრიცხვას და ხელისუფლების შეცვლისთანავე შეიქმნება „საკრიზისო ფონდი“, რომელიც ასეთი ვალების მიმართ ორწლიან მორატორიუმს გამოაცხადებს. 
 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...