მთავარისიახლეებისაზოგადოებაწალენჯიხის მოსახლეობა შიდა გზების მოგვარების მოთხოვნით აქციას მართავს

წალენჯიხის მოსახლეობა შიდა გზების მოგვარების მოთხოვნით აქციას მართავს

Published on

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საშანიოს უბნის მოსახლეობამ ქალაქთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა. ადგილობრივები ხელისუფლებისგან შიდა სასოფლო გზის მოწესრიგებასა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. მათი თქმით, უკვე წლებია ესმით დაპირებები თუმცა პრობლემა რეალურად არ მოგვარებულა.,,ვითხოვთ ხელისუფლებისგან კონკრეტულ თარიღს, თუ როდის მოაგვარებენ ინფრასტრუქტურას. არ გვაქვს სასმელი წყალიც კი. ეს აქცია არის გამაფრთხილებელი, თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყურადღება არ მოგვაქცია პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავთ," – აცხადებენ ადგილობრივები.გარდა ამისა, საშანიოს უბნის მოსახლეობა, თხილის ქარხანას კომპანია ,,ფერეროს" გზის სავალი ნაწილის მითვისებაში ადანაშაულებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კომპანია ერთხელ უკვე დაჯარიმდა, თუმცა გზის ის მონაკვეთი, რომელიც თხილის პლანტაციას მიუერთა დღემდე მის საკუთრებად თვლის.აღნიშნული პრობლემების შესახებ წალენჯიხის მერია ინფორმირებულია. როგორც მერიაში ამბობენ, ახლო მომავალში გამოცხადდება ტენდერი შიდა გზების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სასმელი წყლის საკითხს, მათი მტკიცებით, ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია წყალმომარაგების კომპანიასთან. კომპანია ფერეროს მიერ გზის სავალი ნაწილის მითვისებასთან დაკავშირებით, ადგილობრივების ბრალდების შესახებ მერიაში ინფორმაციას არ ფლობენ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...