მთავარისიახლეებისაზოგადოებაქუთაისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ქუთაისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

Published on

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 6 ათასი ლარი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ქუთაისში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს."შეტყობინების შემოსვლისთანავე, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", -აცხადებენ სამინისტროში.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...