მთავარისიახლეებისაზოგადოებაფაროსანას ყველაზე მეტი მწერსაჭერი სამეგრელოშია დამონტაჟებული

ფაროსანას ყველაზე მეტი მწერსაჭერი სამეგრელოშია დამონტაჟებული

Published on

საქართველოს მასშტაბით განლაგებულია მონიტორინგის სისტემები, რომლის მეშვეობითაც დგინდება მავნებლის რაოდენობა და გავრცელების არეალი.18 აპრილის მონაცემებით, საქართველოში განთავსებულია 7509 ფერომონი; მათ შორის: სამეგრელოში – 2095; გურიაში – 685; იმერეთში – 1919; შიდა ქართლში – 1100; მცხეთა-მთიანეთში – 300; კახეთში – 1300; თბილისში – 110. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.როგორც კი ჰაერის საშუალო ტემპერატურა 150 C-ს სტაბილურად მიაღწევს და მავნებელი მცენარეებზე გამოჩნდება, დაიწყება ქიმიური წამლობა.მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რაც გასულ წელთან შედარებით გაათმაგებულია.მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის სახელმწიფოს მიერ შესყიდულია ქიმიური საშუალებები: 180 ათასი ლიტრი ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდი და 210 ათასი ლიტრი ზეთოვანი ინსექტიციდი (თერმული ნისლის ტექნოლოგიისთვის) არსებული რესურსით შესაძლებელია 250 ათასი ჰექტარი ფართობის ოთხჯერ დამუშავება.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...