მთავარისიახლეებისაზოგადოებახეების ტრანსპორტირებისას გარეგანათების ბოძები და საგზაო ნიშნები დაზიანდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 17...

ხეების ტრანსპორტირებისას გარეგანათების ბოძები და საგზაო ნიშნები დაზიანდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 17 სოფელს კი ელექტროენერგია გაეთიშა [Video]

Published on

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის პროცესი ზუგდიდი-ანაკლიის ცენრალურ გზაზე ისევ განახლდა. წუხელ ამ მიზეზით მუნიციპალიტეტის 17 სოფელს ელექტროენერგია გამოერთო.ენერგოკომპანიამ ელექტროსადენების ჩახსნა გვიან ღამით დაიწყო, რასაც მოსახლეობის გაღიზიანება მოყვა.ორი ასწლოვანი ხის- მარადმწვანე დასავლური მუხისა და ევკალიპტის ტრანსპორტირებისას გარეგანათების ბოძები და საგზაო ნიშნები დაზიანდა, ასევე დაზიანდა ერთ-ერთი სატვირთო მანქანაც, რის გამოც ხეების ტრანსპორტირება შეჩერდა.
 
 
 
ანაკლია-ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე პარალიზებული იყო სატრანსპორტო მოძრაობაც. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლოცია. ზუგდიდიდან ხის ტრანსპორტირების გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ელექტროენერგიის გათიშვის მერამდე შემთხვევაა.
 
 
“ ჩემი სახლის წინ არის ჩემი დარგული ხეები და იმას თუ ერთ ტოტს მოაჭრიან, იქვე დავწვები და არ გავატარებ მანქანას, მოგვისპეს სიმშვიდე, ღამე არ გვაძინებენ“- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. ფაქტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მურთაზ ზოდელავა გამოეხმაურა. მისი თქმით, „ივანიშვილი იხდის ერთ ხეში 5000 ლარს, ზუგდიდელები იხდიან მის ტრანსპორტირებაში 300-დან 500 ათას ლარამდე. ჩვენთან ამ პროცესებში მმართველი გუნდი დებატებში ვერ შემოდის, გვიპირისპირებენ პოლიციას, პრარაბებს.“- განაცხადა ზოდელავამ.
 
 

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...