მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილსა და ბოკერიას შორის გარიგება შედგა - ნინო ბურჯანაძე "რუსთავი 2-ის" საქმეზე

ივანიშვილსა და ბოკერიას შორის გარიგება შედგა – ნინო ბურჯანაძე “რუსთავი 2-ის” საქმეზე

Published on

ნინო ბურჯანაძე მთავრობის მიერ ევროსასამართლოსთვის გაგზავნილ წერილში „ევროპული საქართველოს“ განცხადების არგუმენტად მოყვანას ეხმაურება, სადაც პარტიამ „რუსთავი 2“ ტყუილში დაადანაშაულა.„დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილსა და გიგა ბოკერიას შორის გარიგებაზე საუბრობს და ამბობს, რომ პარტიის განცხადების წერილში მოშველიება სწორედ ამ გარიგებას ადასტურებს. ნინო ბურჯანაძე ხელისუფლების ამ ნაბიჯს „უსუსურს“ უწოდებს.„ძალიან ნათელი მაგალითია იმ გარიგების, რომელზეც მე ვლაპარაკობდი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ივანიშვილსა და ბოკერიას შორის ის განცხადება, რომ ბოკერიასი და მისი პარტიის სიტყვები „რუსთავი 2-ის“ საწინააღმდეგო განცხადებაში მთავარ არგუმენტად მოიყვანეს. ეს ძალიან უგუნური გადაწყვეტილებაა და ნათლად აჩვენებს ხელისუფლების უსუსურობას, არაკომპეტენუტორობას, იმას, რომ ივანიშვილსა და ბოკერიას შორის გარიგება შედგა და კიდევ ერთი არგუმენტია იმისთვის, რომ მოგწონს თუ არა „რუსთავი 2“მ „რუსთავი 2“ უნდა არსებობდეს,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლის შეფასებით, ხელისუფლებას სურს, რომ კრიტიკული მედიასაშუალება ხელში ჩაიგდოს და ამის გამო მიმართა ევროსასამართლოს, რომ დროებითი ღონისძიება გააუქმოს და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაეცეს.„ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა, რომ ყველას და ყველაფერს აკონტროლებს და გამალებული ებრძვის ყველას, ვინც მისი კონტროლის ქვეშ არ არის,“- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....