მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ბულვარში ჯერ არდარგული მცენარეები გახმა

ზუგდიდის ბულვარში ჯერ არდარგული მცენარეები გახმა [Video]

Published on

ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე რამდენიმე  დღის წინ დარგული   ჩიტივაშლა უკვე გახმა. დღეს მცენარეების ამოძირკვა დაიწყეს და მათ სპეციალურ ქოთნებში ათავსებენ. როგორც ადგილზე ამბობენ, მცენარე თურქეთში მიაქვთ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა განმარტავენ, რომ ბულვარში მიმდინარე სამუშაოები მერის პირველმა მოადგილემ გია  გულორდავამ  დაათვალიერა, ნახა რამდენიმე დაზიანებული მცენარე, ამიტომ ხდება ჩანაცვლება მცენარეების. თუმცა, საპირისპიროა რეალობა, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს,  ჩიტივაშლა არა ნაწილობრივ, არამედ მთელ ტერიტორიაზე გახმა.  ბულვარის რეკონსტრუქციის სამუშაოებს შპს „გრინსერვისი“ აწარმოებს, ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოს ჯამური ღირებულება 789 970,49 ლარია.

 
ადგილობრივები ამბობენ, რომ თანხა, რომელიც ბიუჯეტიდან ბულვარის კეთილმოწყობისთვის იხარჯება, არამიზნობრივია, რადგან მცენარეები დარგვიდან რამდენიმე დღეში გახმა. ზუგდიდელები ფიქრობენ, რომ ადგილობრივი კლიმატის ამტანი მცენარეების შესყიდვა გაცილებით ნაკლები დაჯდებოდა.“ოდიში“ კომპანიას დაუკავშირდა, თუმცა კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. ცნობისთვის, შპს ,,გრინსერვისი", რომელიც ბულვარის რეკონსტრუქციის სამუშაოებს ასრულებს, "სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" "შავ სიაშია“ შეყვანილი.შესყიდვების სააგენტოს" ინფორმაციით, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში 48 ორგანიზაცია ფიქსირდება, რომლებმაც სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულეს, რის გამოც ისინი "შავ სიაში" მოხვდნენ და ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის უფლება დაკარგეს. ინფორმაცია სააგენტომ ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2018 წლის 4 აპრილს გამოაქვეყნა.

 

 

 

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...