მთავარისიახლეებისაზოგადოებასეს-ი გამორიცხავს რომ გურიაში მამაკაცის გარდაცვალების შესაძლო მიზეზი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პრეპარატი...

სეს-ი გამორიცხავს რომ გურიაში მამაკაცის გარდაცვალების შესაძლო მიზეზი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პრეპარატი შეიძლება გამხდარიყო

Published on

სურსათის ეროვნული სააგენტო, გამორიცხავს რომ გურიაში მამაკაცის გარდაცვალების შესაძლო მიზეზი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პრეპარატი შეიძლება გამხდარიყო – ამის შესახებ სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ „აგროსიახლეებს“ განუცხადა. ლიპარტია ასევე განმარტავს, რომ სხვენსა და დახურულ საცხოვრებელ სივრცეებში აკრძალულია სასოფლო-სამეურნეო პესტიციდების გამოყენება, თუმცა ლეტალურ შედეგს დახურულ სივრცეში პრეპარატის სწორი კონცეტრაციაც კი არ გამოიწვევდა, ზიანის მაქსიმუმი მსუბუქი ინტოქსიკაცია იქნებოდა. მან მაგალითისთვის სათბურები დაასახელა, სადაც მსგავსი პესტიციდები გამოიყენება, თუმცა ნორმების დაცვით ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის.
ზურაბ ლიპარტია ასევე განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დაარეგისტრირა რამდენიმე პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მწერების, მათ შორის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად საცხოვრებელ და სხვა ტიპის დახურულ სივრცეში.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში მოსახლეობას მოუწოდებენ დაიცვან პესტიციდების გამოყენების წესები, ყურადღებით წაიკითხონ და გაეცნონ ეტიკეტებზე დატანილ ინფორმაციას.
ზურაბ ლიპარტია გურიაში მომხდარ უბედრუ შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად აუცილებელია ექსპერტიზის შედეგებს დაველოდოთ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საინფორმაციო სააგენტო „გურიის მოამბემ“ გაავრეცელა ინფორმაცია სათაურით „ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი-ოზურგეთში მამაკაცი გარდაიცვალა“. 
„აგრო სიახლეები“ მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებას განაგრძობს.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...