მთავარისიახლეებისამართალიქართველი ,,კანონიერი ქურდებისა'' და ქურდობაში ეჭვმიტანილ პირთა დაკავებები უცხოეთში

ქართველი ,,კანონიერი ქურდებისა” და ქურდობაში ეჭვმიტანილ პირთა დაკავებები უცხოეთში

Published on

როგორც დღეს შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ოთხი ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“: საბერძნეთის ქალაქ სალონიკში – ე.წ. კანონიერი ქურდი, 1961 წელს დაბადებული ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად „ლაშა რუსთავსკი“; საფრანგეთის ქალაქ მონტობანში – ე.წ. კანონიერი ქურდი, 1974 წელს დაბადებული ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად „სიუ“. საბერძნეთის ქალაქ ათენში – ე.წ. „კანონიერი ქურდები“: 1989 წელს დაბადებული ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად „ნოდო გლდანსკი“ და 1962 წელს დაბადებული მერაბ ასანიძე, მეტსახელად „ჩიკორა“.
 
ქართველი კანონიერი ქურდების გარდა, საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სხვადასხვა სიმძიმის ასობით ქურდობის ფაქტზე, ქართული კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავეს.
 
საფრანგეთის ქალაქ რენში სამართალდამცველებმა დააკავეს 1991 წელს დაბადებული ლევან გოჩიაშვილი, რომელსაც, ასევე, ებარა ე.წ. „ქურდული საერთო“.
 
ასევე, საფრანგეთში დააკავეს: 1974 წელს დაბადებული მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“, 1963 წელს დაბადებული გოჩა ფოცხიშვილი, 1986 წელს დაბადებული ბექა ახვლედიანი, 1983 წელს დაბადებული ვახტანგ ახვლედიანი, 1962 წელს დაბადებული ლორიტა პაჭკორია-ნოზაძე, 1969 წელს დაბადებული არსენ ხაჩატრიანი, 1985 წელს დაბადებული ზურაბ აჯამოვი, 1966 წელს დაბადებული კარენ არუთიუნიანი, 1981 წელს დაბადებული მიხეილ ოჩიგავა, 1992 წელს დაბადებული ალექსი სანაძე, 1970 წელს დაბადებული, ელმირა მუსტაფაიევა.
 
საბერძნეთის ტერიტორიაზე დაკავებულია სულ, საქართველოს 23 მოქალაქე. ერთი დაკავებული პირის ვინაობა ამ დროისათვის დგინდება.

სიახლეები

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...