მთავარისიახლეებისაზოგადოებასაია НТВ-ПЛЮС-ისთვის ავტორიზაციის შეჩერებას ითხოვს

საია НТВ-ПЛЮС-ისთვის ავტორიზაციის შეჩერებას ითხოვს

Published on

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" НТВ-ПЛЮС-ის ავტორიზაციის შეჩერებასა და საკითხის კანონიერების თავიდან შესწავლას ითხოვს.საია-ს განცხადებით, თუ 2016 წელს ავტორიზაცია კომპანიას კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მისცა, ამის უფლებაც მას არ ჰქონდა.იურისტები განმარტავენ, რომ უცხოური კომპანიის რეგისტრაციის საკითხს მეწარმეთა შესახებ კანონი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი, ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირდეს რეესტრში.აღნიშნული მოთხოვნის შეცვლის უფლება კი საკუთარი პრაქტიკის მიხედვით მარეგულირებელ კომისიას არ აქვს. „ვინაიდან ეს ორგანიზაცია დღეს საქართველოში არ არის რეგისტრირებული და ასეთ ორგანიზაციას აქვს ავტორიზაცია გავლილი ვფიქრობთ, რომ ეს ავტორიზაცია უნდა შეჩერდეს და თავიდან უნდა მოხდეს ავტორიზაციის საკითხის განხილვა. ეს იყო მარეგულირებლის ხარვეზი,“-აცხადებს საიას იურისტი მარიამ გოგესაშვილი.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...