მთავარისიახლეებიკულტურარა საიდუმლოს ინახავს დადიანების საჯინიბო? რეკონსტრუქციისას ნაპოვნია დაბლა ჩამავალი კიბეები

რა საიდუმლოს ინახავს დადიანების საჯინიბო? რეკონსტრუქციისას ნაპოვნია დაბლა ჩამავალი კიბეები

Published on

zუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებისას დადიანების ორანჟერეაში, ე.წ. საჯინიბოს შენობის შიგნით, ორივე მხარეს, კედლების და იატაკის გასუფთავების დროს დაბლა ჩამავალი კიბეები აღმოაჩინეს. 
 
როგორც ,,ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ დირექტორი ზვიად ქარჩავა განმარტავს, არქეოლოგების მოკვლევის შემდეგ გაირკვევა თუ რა დატვირთვა ჰქონდა კიბეს.
 
,,ორანჟერეა დაკონსერვდება, დონორის მოძიების შემთხვევაში კი შენობის აღდგენის საკითხსაც განვიხილავთ. კიბის გარდა, გარკვეული ფენისგან გათავისუფლების შემდეგ, აქ წითელი აგურის იატაკიც გამოჩნდა,"-აცხადებს ქარჩავა.
 
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი მეცხრამეტე საუკუნეში გაშენდა. ბოტანიკური ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია თებერვალში დაიწყო. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...