მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ე.წ. ,,მიშას საკურა'' გაიკვირტა

ზუგდიდში ე.წ. ,,მიშას საკურა” გაიკვირტა

Published on

ზუგდიდის სკეიტპარკში გაიკვირტა ორი ძირი  საკურა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ რამდენიმე წლის წინ აჩუქა ქალაქს. ეს ნებსით თუ უნებლიედ აღძრავს ასოციაციას ასწლოვან ხეებთან, რომლებიც უმოწყალოდ ამოგლიჯეს თავიანთი ადგილიდან და ცენტრალურ ტრასაზე დგანან იძულებითი გადასახლების ბოლო პუნქტამდე დაძვრის მოლოდინში.
 
ასეა. ვინ ხეებს რგავს, ვინ თხრის, ვინ აშენებს, ვინ ანგრევს, ვისთვის მამული საკუთარი დენდროპარკია, ვისთვის მთელი ქვეყანა, თავის რეგიონებიანად, რომლებიც საბჭოური ტრადიციის საწინააღმდეგოდ ცენტრის ჩაქუჩს ტუ იგნორირებას გამოაცალა. 
 როგორც ერთერთი  ფეისბუქმომხმარებელი  წერს, ,,ზოგი ირგვლივ ყველაფერს თხრის, ძირკვავს, ჩეხავს, ანადგურებს, რომ მხოლოდ ის ერთი, რაც მოსწონს, საკუთარ სახლში წაათრიოს!
ზოგი მარტო აქაურს არ სჯერდება და შორეული ქვეყნებიდანაც კი ეზიდება, რგავს, რწყავს, უვლის და ელოლიავება, რომ მისი ქვეყანა და ჩვენი ქვეყანა ყველაზე ლამაზი იყოს!
არადა, რა ადვილია სიკეთის დანახვა!..''.
 

ასეა თუ ისე, ზუგდიდში გაზაფხულია –  16-18 აპრილს აქ, ისევე, როგორც მთელ დასავლეთ საქართველოში,თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +17, +22 გრადუსი იქნება; 17–18 აპრილს  დღისით +22, +27 გრადუსი.
 
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს 16 აპრილს ბარში დღისით +10, +15 გრადუსი იქნება, ხოლო 17–18 აპრილს ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს, თუმცა  ცალკეულ რაიონში ღამის საათებში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი. 
 
ღამის საათებში მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი თბილისშიც .  
16–17 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს 18 აპრილს კი +20 გრადუსამდე .

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...