მთავარისიახლეებიმსოფლიომსოფლიო დონის პოლიტიკოსი კრიტიკულ სიტუაციაში გაკეთებული განცხადებებითაც იცნობა - ბრავო, პრეზიდენტო...

მსოფლიო დონის პოლიტიკოსი კრიტიკულ სიტუაციაში გაკეთებული განცხადებებითაც იცნობა – ბრავო, პრეზიდენტო სააკაშვილო!

Published on

,,ეს უკვე მერამდენედ მართლდება ჩემი პროგნოზები. მე ვამბობდი, რომ ტრამპი არასოდეს იქნება პრორუსული და რომ პუტინი დამთავრდა!  ასე რეიგანსაც არ ულაპარაკია საბჭოთა კავშირზე. ბრავო, დონალდ ტრამპ! '' – დაწერა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ფეისბუქგვრდზე ამ სამი დღის წინათ, როცა  მსოფლიო გატრუნული იყო სირიის გარშემო  მოვლენათა განვითარების მოლოდინში და  თავს იკავებდა პროგნოზირებისაგან, შეძლებდა თუ არა ტრამპი გადამწყვეტი შეტევა მიეტანა ასადის რეჟიმსა და მის მფარველ ვლადიმერ პუტინზე.  მან ეს კომენტარი დაურთო დონალდ ტრამპის  განცხადებას ტვიტერზე.
 
წუხანდელმა მღელვარე ღამემ დაადასტურა, რომ  მიხეილ სააკაშვილის პროგნოზი  ურთულეს სიტუაციაში, როცა დასავლეთის ლიდერები  საბრძოლო მზადყოფნაში  მოყვანილი სამხედრო გემების დემონსტრირების ფონზე  მაქსიმალურად იკავებდნენ  თავს გასცდენოდნენ სიტყვიერ გაფრთხილებებს და ულტიმატუმებს და იყო ნიშნები იმისა, რომ ამჯერადაც ყველაფერი შეიძლება   რეალური შედეგების გარეშე დასრულდეს, გამართლდა.   
 
ეს არის პასუხი  კითხვაზე, რატომ სცემენ პატივს მიხეილ სააკაშვილს მსოფლიო ლიდერები როგორც პოლიტიკურ ფიგურას  –  მსოფლიო დონის პოლიტიკოსი კრიტიკულ სიტუაციაში გაკეთებული განცხადებებითაც იცნობა .  სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გაბედა ცალსახად დაეჭირა მხარი ვლადიმერ პუტინისა და მისი სამხედრო მანქანის  წინააღმდეგ გაერთიანებული მსოფლიო საზოგადოებისთვის, საერთოდ დაეფიქსირებინა რაიმე მეტ-ნაკლებად გამოხატული პოზიცია.  მას უკვე ჩირგვებიც კი არა აქვს, რომ თავი ჩამალოს  ( თუმცა  აქ საქმე  მხოლოდ მოგლეჯილ ხეებში კი არ არის, არამედ თავში). 
 
ასე რომ, ბრავო, პრეზიდენტო სააკაშვილო! 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...