მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ და რატომ გარბის ფილარმონიიდან და რატომ სჭირდება მას ,,ქაღალდებით გამაგრება'' ...

ვინ და რატომ გარბის ფილარმონიიდან და რატომ სჭირდება მას ,,ქაღალდებით გამაგრება” ?

Published on

,,როდესაც ადამიანი დასმული კითხვების გამო ფილარმონიიდან გარბის, რა უნდა ვქნათ, საზოგადოებასაც ავუკრძალოთ კითხვების დასმა?! ქაღალდზე დაწერილი ქცევის წესები მე არ მჭირდება,  „რაღაც ქაღალდებით გამაგრება სუსტ ადამიანებს სჭირდებათ“.  – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. 
 
„თუკი ჩვენი ქცევა ჩვენი ამომრჩევლის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ვერავითარი საბუთი ვერ დამაკავებს, რომ ამ წესებს დავემორჩილო. თუკი ეს იქნება ჩვენი ამომრჩევლისა და მოქალაქეების ინტერესებში, ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე ვემორჩილები. რაღაც ქაღალდებით გამყარება სუსტ ადამიანებს სჭირდებათ. ადამიანს გააჩნია სიტყვა, შინაგანი ენერგია და ამით უნდა იხელმძღვანელოს. როდესაც ადამიანი დასმული კითხვების გამო ფილარმონიიდან გარბის, რა უნდა ვქნათ, საზოგადოებასაც ავუკრძალოთ კითხვების დასმა?!  ქაღალდზე დაწერილი ქცევის წესები მე არ მჭირდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ჭიჭინაძემ. 
 
როგორც ცნობილია, „ქართული ოცნება“  შიდა დოკუმენტის მიღებას აპირებს, რომლითაც, როგორც დეპუტატები განმარტავენ, ურთიერთობებისა და გადაწყვეტილებების მიღების ფორმა განისაზღვრება. დოკუმენტი პარალამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  უნდა მოამზადოს, სწორედ ირაკლი კობახიძეა ფილარმონიიდან გაქცეული კაცი, ვისზეც ჭიჭინაძე საუბრობს. 
 
შეგახსენებთ შარშან 15 მაისს კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვა, რომელიც თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობდა, ჩაიშალა. შეხვედრის წამყვანის, ფრაქცია„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, შეხვედრა ჩაიშალა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის გამო. მოქალაქეების ნაწილმა პარლამენტის თავმჯდომარესა და  კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვაში ჩართულ პოლიტიკოსებს არ მისცა სიტყვით გამოსვლის საშუალება. სინამდვილეში, კობახიძეს  არ ჰქონდა პასუხი იქ დასმულ კითხვებზე და გაქცევა ამჯობინა.
 
​როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დარბაზში განვითარებული მოვლენების ფონზე, ის ვერ ხედავს შეხვედრის გაგრძელების აზრს.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...