მთავარისიახლეებისაზოგადოებათემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი აქციებს აანონსებს

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი აქციებს აანონსებს

Published on

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირებისა და სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს.მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი გარდაცვლილი შვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ის აცხადებს, რომ სუს-ში არაოფიციალურად აღიარებენ დანაშაულს, თუმცა ამას ოფიციალურად არ ადასტურებენ.„ორშაბათს ჩამოვდივარ თბილისში და სხვა საკითხებთან ერთად, აქციებსაც დავგეგმავთ. აქციები აუცილებელია, სხვაგვარად არაფერი გამოდის. აქციებზე მოვითხოვთ სუს-ის ხელმძღვანელ გომელაურიდან დაწყებული, სპეცრაზმელის ჩათვლით, სპეცოპერაციაზე ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას. მოვითხოვთ, თემირლანს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და აღიარონ მისი უდანაშაულობა. 
თითქმის მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ჩემი ბავშვი უდანაშაულოა. ამათ რაღაც უბედური შეცდომა ჩაიდინეს, რომლის აღიარებაც არ უნდათ. სუს-ი ისეთი ჩამოყალიბებული სისტემაც არ არის, რომ ინფორმაციამ არ გაჟონოს. არაოფიციალურად აღიარებენ შეცდომას, მაგრამ ამას საქვეყნოდ არ იძახიან. ეს დანაშაული არ უნდა ვაპატიოთ, ჩვენი ხალხი ამაზე ძალიან სწუხს. თბილისში ვგეგმავთ აქციებს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა, 2018 წლის 10 იანვარს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...