მთავარისიახლეებიპოლიტიკა“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი კანდიდატი სოფელ ცაიშში გოდერძი კუკავა იქნება

“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი კანდიდატი სოფელ ცაიშში გოდერძი კუკავა იქნება

Published on

“ევროპულმა საქართველომ”  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ  ცაიშში საკრებულოს შუალედურ  არჩევნებში   საკუთარი კანდიდატი წარადგინა. გოდერძი კუკავა თანაგუნდელებს პარტიის ადგილობრივმა ლიდერებმა  წარუდგინეს. „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ლაშა დამენიას თქმით, „პარტიამ შეთავაზა ოპოზიციურ პარტიებს საერთო კანდიდატის დაყენება, თუმცა ამ ინიციატივას არავინ გამოხმაურებია, შესაბამისად პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, ცაიშში საკუთარი კანდიდატი წარედგინა. თანაც ადრე არჩევნებში გოდერძის აქვს „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამარცხების გამოცდილება და ვფიქრობთ, რომ ამჯერადაც წარმატებული იქნება. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში კონკურენტის გარეშე მონაწილეობდეს“ “- განაცხადა ლაშა დამენიამ.
საკრებულოს შუალედური არჩევნები ცაიშის მაჟორიტარულ ოლქის 3 უბანზე 13 მაისს გაიმართება.  შუალედური არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ჟორჟოლიანი 2017 წლის 2 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
 

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...