მთავარისიახლეებიმსოფლიობრიტანეთის სადაზვერვო სამსახური რუსეთის ქმედებას უგუნურს უწოდებს

ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური რუსეთის ქმედებას უგუნურს უწოდებს

Published on

ბრიტანეთის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჯერემი ფლემინგმა განაცხადა,რომ სკრიპალის საქმე გვიჩვენებს, თუ რამხელა უგუნურებისთვისაა მზად რუსეთი. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.მისი თქმით, 4 მარტს, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე განხორციელებული თავდასხმა „განსაკუთრებულად მძიმე და შოკისმომგვრელი იყო“ და ადასტურებდა, რომ მოსკოვი „თამაშის სხვა წესებით თამაშობს“. ფლემინგის თმით, რუსეთი სახელმწიფო და კრიმინალურ საქმიანობას შორის საზღვრებს კვეთს.აკრძალული ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ "გრუ"-ს ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი ნერვულ-პარალიტიკური საწამლავი "ნოვიჩოკით" მოწამლეს. ოფიციალური ლონდონი ირწმუნება, რომ "ნოვიჩოკის" ლაბორატორია სარატოვის რეგიონის ქალაქ შიხანში მდებარეობს. 
ამჟამად მამა-შვილი თავს კარგად გრძნობენ.

სიახლეები

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...