ვისი კვერცხი ვის ბუდეშია – ,,ქართულ ოცნებაში” რღვევის პროცესი იწყება

0
429
საზღაური მოგლეჯილ ხეებზე მოშლილი ბუდეებისთვის  – რაღაც ხდება ოლიგარქის ბიზინა ივანიშვილის ,,კორმუშკაში''.
 
საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირებაზე დეპუტატები ღიად საუბრობენ. „ქართულ ოცნების“ დეპუტატები პირობითად გიორგი კვირიკაშვილისა და ირაკლი კობახიძის მხარდამჭერებად დაიყვნენ.
 
 საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარია გააკეთა კიდევ ერთი განცხადება, რომლშიც  გუნდში არსებულ პრობლემებს ადასტურებს და ამბობს, რომ "საპარლამენტო უმრავლესობას გამოფხიზლება სჭირდება".   დეპუტატის შეფასებით, მას და უმრავლესობის გარკვეულ ნაწილს „მაღვიძარას როლი“ დაეკისრა."ჩვენ ერთგვარად მაღვიძარას როლიც კი შეიძლება დავიკისროთ და მგონია, რომ ყველა ასეთი საქმის სასიკეთოდ შემობრუნება შეიძლება. გედი ფოფხაძის ერთგვარმა ემოციურმა გადაწყვეტილებამ გარკვეულად გამოაშიშვლა პრობლემები,"-აცხადებს ქანთარია. 
 
იგი  მმართველი გუნდიდან იმ დეპუტატების გარიცხვას არ გამორიცხავს, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა ლიდერები გააკრიტიკეს – ესენია თვად ნუკრი ქანთარია,    ზაზა პაპუაშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და ბექა ნაცვლიშვილი. 
 

"სოციალ-დემოკრატების" წევრი ბექა ნაცვლიშვილი დეპუტატების იმ ნაწილთან ერთად, ვინც ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს თანამდებობიდან წასვლას ურჩევს და მმართველი გუნდის დატოვებას არ გამორიცხავს, თვლის, რომ კობახიძისა და მდინარაძის პოზიციები არასწორი იყო, რადგან მათ ერთობის შენარჩუნების ნაცვლად ნაპრალი გაზარდეს.
 
ოდნავ მაინც განცდა რომ გამიჩნდეს, რომ ვიღაცას ვინმე მიტმასნილი ჰგონია გუნდთან და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბირთვია… და ამ ბირთვზე მიტმასნილი ჰგონია სხვა ადამიანები – პირველი მე ვიქნები და დარწმუნებული ვარ ჩემი თანაგუნდელები უმრავლესობას დატოვებენ, ტუმცა  ახლა არ არის იმ მასშტაბის დაპირისპირება, რომ ამას გუნდის დაშლა მოჰყვეს“-აცხადებს ნაცვლიშვილი.. .
 
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე  ღიად ალაპარაკდა საპარლამენტო უმრავლესობაში მომხდარ კიდევ ერთ დაპირისპირებაზე, კერძოდ  მამუკა მდინარაძის გარემოცვის წევრებსა და ეკა ბესელიას შორის არსებულ უთანხმოებაზე , რის გამო დეპუტატების ნაწილის მიმართ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა.
 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ სანქციები იმ დეპუტატების მიმართ დაწესდა, რომლებმაც იურიდიული კომიტეტის ბოლო სხდომაზე ეკა ბესელიას დემარში მოუწყვეს და პროტესტის ნიშნად დატოვეს. სანქცირებულთა შორის სავარაუდოდ იყვნენ ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი ხატიძე, ანრი ოხანაშვილი და რატი იონათამიშვილი.
 
სწორედ ანალოგიური სანქციების ამოქმედებით იმუქრება დეპუტატი ჭიჭინაძე ამჯერად „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მიმართ და აცხადებს, რომ მამუკა მდინარაძე საპარლამენტო თანამდებობა უნდა დატოვოს. ჭიჭინაძე ეკა ბესელიასთან დაპირისპირებულ ბანაკში მყოფ რამდენიმე დეპუტატს „პორტირებულს“ უწოდებს.
 
„ფრაქციის თავმჯდომარე თუ არ ეთანხმება პარტიის თავმჯდომარეს, მას მე მგონი მორალური უფლებაც ნაკლებად აქვს იყოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“ მამუკა მდინარაძეს ძალიან ცუდი წარმოდგენა ჰქონია პარლამენტარიზმზე ზოგადად. ის გარემოცვა, რომელიც მას აკრავს და ეკა ბესელიას ვინც მოუწყო დემარში, ისინი პორტირებული დეპუტატები არიან და იქ იყო სანქციები. ოღონდ ოფიციალური სანქციები კი არა, არაოფიციალური სანქციები იყო და თუ მას ის ენატრება, ჩვენ შეგვიძლია ის დავაბრუნოთ, სადაც სანქციებია,“-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
 
მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ კოლეგა დეპუტატის მოსაზრებას, რომ მან ფრაქციის თავმჯდომარეობა უნდა დატოვოს,  სერიოზულად ვერ უპასუხებს. 
 
„მე ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ ნამდვილად. როდესაც სერიოზულ კომენტარს ვერ ვაკეთებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი შესაძლებლობის შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი დეპუტატის განცხადებიდან გავიგე,“-ამბობს მდინარაძე. იგი  პრობლემების მოგვარების გზად, შიდა პარტიულ კონსულტაციებს ასახელებს.
 
წინა სტატიაავიაკატასტროფა ალჟირში – დაღუპულია 200-ზე მეტი ადამიანი
შემდეგი სტატიაახალი სასწავლო წლიდან მეორე კლასელი მოსწავლეებისთვის გაკვეთილი 5 წუთით შემცირდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური