მთავარისიახლეებისაზოგადოებავახტანგ ყოლბაია - დე ფაქტო ადმინისტრაციის მიერ გალსა და მიმდებარე სოფლებში ფაროსანას...

ვახტანგ ყოლბაია – დე ფაქტო ადმინისტრაციის მიერ გალსა და მიმდებარე სოფლებში ფაროსანას შეწამვლისთვის გამოყენებული პრეპარატი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია

Published on

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, დე ფაქტო ადმინისტრაციამ გალსა და მის მიმდებარე სოფლებში ფაროსანას შეწამვლის პროცესი დაიწყო. მისივე თქმით, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მავნებლის შესაწამლად განკუთვნილ პრეპარატში შემავალი ნივთიერებები ხასიათდება მაღალი ტოქსიკურობით და განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, დე ფაქტო ადმინისტრაციამ გალსა და მიმდებარე სოფლებში საცხოვრებელ სახლებში ფაროსანას შეწამვლის აქტიური პროცესი, ე.წ. დეზინსექცია დაიწყო. ჩვენმა სპეციალისტებმა შეისწავლეს ადამიანის ჯანმრთელობაზე პრეპარატის ზემოქმედებისა და მავნე ზეგავლენის საკითხი. როგორც ისინი ამტკიცებენ, პრეპარატში შემავალი ნივთიერებები ხასიათდება მაღალი ტოქსიკურობით და განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ამასთან, საგულისხმოა, რომ არ არსებობს მისი ანტიდოტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავ ჩვენს მოსახლეობას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და არ დაუშვან საცხოვრებელ ადგილებში მათთვის დარიგებული სადეზინსექციო პრეპარატის გამოყენება. მათი მოხმარება დასაშვებია მხოლოდ ღია სივრცესა და მიტოვებულ შენობა-ნაგებობებში, ხოლო საცხოვრებელ სახლებში შეიძლება გამოყენებულ იქნას მექანიკური სადეზინფექციო საშუალებები-სითხეები, აეროზოლები, ფხვნილები”, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ, რომლის კომენტარსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...