„ჩვენი ჯარის” ფარგლებში საჯარო სკოლებში სამხედროები ლექციებს წაიკითხავენ

0
389
თავდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად მასშტაბური პროექტის – „ჩვენი ჯარი“ განხორციელება დაიწყო დღეიდან საქართველოს საჯარო სკოლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებით ლექციებს წაიკითხავენ. ინფორმაცია უწყების ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.პროექტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს ეტაპობრივად შეხვდებიან და საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, საერთაშორისო მისიებსა და სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციებს მიაწვდიან.
წინა სტატიასაქართველოს დემოკრატიული პროგრესის რეიტინგი 0,07 ქულით გაუარესდა – Freedom House
შემდეგი სტატიამსახიობი მერაბ ნინიძე პოპულარულ ამერიკულ სერიალ Homeland-ში მონაწილეობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური