მთავარისიახლეებისაზოგადოებაჭითაწყარის №4 სასაფლაოს ნაწილისთვის პანთეონის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდშიც აზრთა სხვადასხვაობაა

ჭითაწყარის №4 სასაფლაოს ნაწილისთვის პანთეონის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდშიც აზრთა სხვადასხვაობაა

Published on

აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის №4 სასაფლაოს ნაწილისთვის პანთეონის მინიჭების შესახებ საკითხის განხილვამ. საკრებულოს ოპოზიციური პარტიების დეპუტატები პანთეონის გახსნის წინააღმდეგი არიან.თუმცა ერთსულოვნება ამ საკითხთან დაკავშირებით არც მმართველ გუნდშია. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საკითხი ფართო განხილვის საგანი უნდა გახდეს და შესასწავლად  ისევ კომისიას დაუბრუნდა. “ვფიქრობ, რომ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია მუნიციპალიტეტში, ვიდრე ეს პანთეონია. მთელი ამ დროის დაკარგვა იმის მსჯელობაზე, გვქონდეს თუ არა პანთეონი, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“- განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძემ. იგივე მოსაზრებას იზიარებს „ევროპული საქართველოც“. „გაუგებიარია, რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს ის ადამიანები, ვინც იქ უნდა დაიკრძალოს“- აცხადებს ბათლომე შელია.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...