მთავარისიახლეებისაზოგადოება„კეთილი ინებეთ და დაინტერესდით ჩვენი პრობლემებით“- განმუხურელები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და...

„კეთილი ინებეთ და დაინტერესდით ჩვენი პრობლემებით“- განმუხურელები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და გაზიფიცირების მოგვარებას ითხოვენ

Published on

საკრებულოს სხდომაზე განმუხურის მოსახლეობამ გაზიფიცირების საკითხი დააყენა. ადგილობრივებმა ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულეს.„არანაირი შეღავათი არ გვაქვს განმუხურელებს, საზღვირსპირა სოფლის მცხოვრებლებს, რომელთაც ფაროსანამ მოსავალი გაგვინადგურა, საქონელი რომ სახლიდან გადის, უკან არ გვიბრუნდება, საქონელმა არ იცის საზღვარი…. კეთილი ინებეთ, შეაწუხეთ ზემდგომები შემოიყვანეთ უფასო გაზი, დაინტერესდით ჩვენი პრობლემებით“- განაცხადა ოდიკ ჭაფანძემ. ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განმუხურელების მოთხოვნა გაზიფიცირებაზე 200 კაცის ხელმოწერით საკრებულოზე წარადგინა.“სწორედ „ქართული ოცნების დაპირება იყო განმუხურში უფასო გაზიფიცირება, თუმცა როგორც ირკვევა იქ ახლა მოსახლეობას გარკვეულ თანხებს თხოვენ“- განაცხადა ანა წითლიძემ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე განმუხურელებს დაპირდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საკითხით დაინტერესდება.

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...