მთავარისიახლეებიმსოფლიო„კემბრიჯ ანალიტიკას“​ სკანდალი. მარკ ცუკერბერგს კონგრესში დღეს დაკითხავენ

„კემბრიჯ ანალიტიკას“​ სკანდალი. მარკ ცუკერბერგს კონგრესში დღეს დაკითხავენ

Published on

მარკ ცუკერბერგი​ 
 
საკონსულტაციო კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკა“-ს საქმიანობასთან დაკავშირებით, მარკ ცუკერბერგს კონგრესში დღეს დაკითხავენ. მოსმენები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
კონგრესის წინაშე ჩვენების მიცემამდე ერთი დღით ადრე, კომპანიის დამფუძნებელმა წერილობით ჩვენებაში განაცხადა, რომ "facebook"-მა არ გააკეთა საკმარისი იმისთვის, რომ პირადი მონაცემები ბოროტად არ გამოეყენებინათ. მან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ბოდიშს იხდის " facebook"-ის მომხმარებლების პირადი მონაცემების გაჟონვის გამო 
 
 მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ „კემბრიჯ ანალიტიკას“​ სკანდალთან დაკავშირებით Facebook-მა შეცდომები დაუშვა.
 
მისი  თქმით, ის, როგორც სოციალური ქსელის სულის ჩამდგმელი, სრულად იღებს პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც ამ პლატფორმაზე ხდება და  პირობა დადო, რომ გაატარებს ცვლილებებს, რომლებიც უკანონოდ დაინტერესებული პირებისთვის მომხმარებელთა ინფორმაციის მოპოვებას უფრო რთულს გახდის.
 
Facebook-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანია ვალდებულია ის 50 მილიონი მომხმარებელი გააფრთხილოს, ვინც Cambridge Analytica-ს სამიზნე ჯგუფი გახდა.
მანამდე კი, Cambridge Analytica-ს დირექტორთა საბჭომ კომპანიის გენერალური დირექტორი ალექსანდრ ნიქსი თანამდებობიდან გადააყენა.
 
საბჭოს გადაწყვეტილება უკავშირდება Channel 4-ის მიერ გავრცელებულ ნიქსის განცხადებებს, რომელიც ტელეარხმა ფარულად ჩაწერა. საბჭოს განცხადებით, ნიქსის გამონათქვამები შეუსაბამოა ფირმის ფასეულობებთან.
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო უწყებებს მარკ ცუკერბერგის დაკითხვაც სურთ. საქმე Facebook-ის მიერ მომხმარებელთა პირადი მონაცემების Cambridge Analytica-სთვის გადაცემას ეხება. როგორც BBC წერს, მონაცემთა ანალიზის კომპანია Cambridge Analytica 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს ეხმარებოდა. 
იმის შესახებ, რომ ევროკავშირი Facebook-ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას გამოიძიებს, ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.კემბრიჯ ანალიტიკას“​ მხრიდან Facebook-ის ნდობის ბოროტად გამოყენებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ასევე ჩვენი მომხმარებლების ნდობით ბოროტად სარგებლობა გამოვიდა Facebook-ის მხრიდანაც, რომლებიც საკუთარ მონაცემებს გვიზიარებდნენ“, – განაცხადა ცუკერბერგმა.
 
შეგახსენებთ, საქმეზე გამოძიება 18 მარტს დაიწყო.
ბრალდების ვერსიით, 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში Facebook-მა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად სოციალური ქსელის 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი ანგარიში მათი ინფორმირების გარეშე გამოიყენა.
20 მარტს კი Channel 4-მა გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს ალექსანდრ ნიქსის საუბარი პოტენციურ კლიენტთან. აქ ნიქსი ამბობს, რომ Cambridge Analytica დონალდ ტრამპის შტაბისთვის ინტერნეტში კამპანიას აწარმოებდა და სოციალური ქსელის მონაცემებს იყენებდა. 

სიახლეები

საქართველო “საარჩევნო დემოკრატიების” სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა

უკუსვლა დემოკრატიაში-საქართველო "საარჩევნო დემოკრატიების" სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა. „ვიდემის" მიერ გამოქვეყნებული კვლევით, რომელიც...

ბათუმელი მედროშე 2 800 ლარით დააჯარიმეს

ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე 2 800 ლარით დააჯარიმეს - გადაწყვეტილება მოსმართლე ლელა ცაგარეიშვილმა ცოტა...

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა , რომელიც ჰაერით ვრცელდება და...

აქციების გაშუქებისას თურქეთში 9 ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, თურქეთის ქალაქებში საპროტესტო აქციების გაშუქებისას 9 ჟურნალისტი დააკავეს. მათი დაპატიმრების...