მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით უდიდესი საუფლო დღესასწაული – აღდგომა, ზუგდიდში პირველად ფოიერვერკებით აღნიშნეს [Video]

0
414
იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია. ზეციური ცეცხლი უფლის საფლავზე 7 აპრილს, თბილისის დროით 15.17 საათზე გადმოვიდა. აღდგომის დღესასწაულზე მორწმუნეებისთვის 50-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც წელს 19 თებერვალს დაიწყო. აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და ეკლესიურ ადამიანებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო. სააღდგომო ლიტურღია საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. საზეომო წირვა ღამის 11:00 საათზე დაიწყო. ზუგდიდის  ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა მეუფე გერასიმემ აღავლინა. მან მრევლს უდიდესი საუფლო დღესასწაული მიულოცა .
"მსხვერპლის გარეშე გამარჯვება არ არსებობს. ქრისტიანობაში ეს მსხვერპლი თავგანწირვაა და ამისი მაგალითი თავად ღმერთმა მოგვცა ჩვენთვის ჯვარზე გაკვრით. საზოგადოება, რომელიც ცდილობს მოიწყოს ყოველგვარი კომფორტი და დაიკმაყოფილოს სხვადასხვა მოთხოვნილება, დაისახავს კი მიზნად ღვაწლს, რომელიც მსხვერპლად თავგანწირვას მოითხოვს?!"- განაცხადა მეუფე გერასიმემ.
საღვთო მსახურებას ზუგდიდში დაესწრო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერი ნიკა მელია საკუთარი და „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენლებთან ერთად.ლიტურღიის დასასრულს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს. ზუგდიდში პირველად აღდგომა ფოიერვერკებით აღნიშნეს.
 

წინა სტატიაზაზა ურუშაძის „აღსარება” ბუენოს-აირესში, რელიგიური ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე
შემდეგი სტატიალეგენდარული ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური