მთავარისიახლეებიკულტურაზაზა ურუშაძის „აღსარება" ბუენოს-აირესში, რელიგიური ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე

ზაზა ურუშაძის „აღსარება” ბუენოს-აირესში, რელიგიური ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე

Published on

ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ახალი ფილმით „აღსარება" ბუენოს-აირესში, რელიგიური ფილმის საერთაშორისო ფესტივალი (ARFECINE) გაიხსნა. ფესტივალზე ფილმის ჩვენება არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ფესტივალის ხელმძღვანელობისა და ,,Alliance Française”-ეს ორგანიზებით განხორციელდა.  – იუწყება  „ინტერპრესნიუსი''   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით
 
 
უწყების ინფორმაციით, ფილმის ჩვენებას დაესწრნენ ბუენოს-აირესში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არგენტინული საზოგადოების კულტურული და პოლიტიკური წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა არგენტინაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა. 
 
 
აღსანიშნავია, რომ ცნობილ არგენტინულ კინოფესტივალზე ქართული ფილმის ჩვენება არგენტინაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა. 
 
.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...