ყაზბეგში, მყინვარწვერზე სამთო მაშველებმა ბელგიელი ალპინისტის ცხედარი იპოვეს. ვიდეოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს."საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო მაშველების მიერ სტეფანწმინდაში, მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 4900 მეტრიდან, ჩამოსვენებულია გარდაცვლილი ალპინისტის ცხედარი", – წერია ინფორმაციაში.5 აპრილს სამაშველო ღონისძიებები 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა საქაერონავიგაციის ვერტმფრენმა ცუდი ხილვადობის გამო შემთხვევის ადგილზე დაშვება ვერ შეძლო.მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.უბედური შემთხვევა 5 აპრილს მოხდა. ბელგიელი ალპინისტების ჯგუფს თოკი გაუწყდა, რის შედეგადაც ერთი მთამსვლელი დაიღუპა, მეორემ კი მყინვარის ფერდობიდან მეტეოსადგურამდე ჩამოსვლა შეძლო. ბელგიელ ალპინისტებს გიდობას ქართველი სპეციალისტი უწევდა, რომელიც ასევე მეტეოსადგურის ტერიტორიაზე დაბრუნდა.
მყინვარწვერზე სამთო მაშველებმა ბელგიელი ალპინისტის ცხედარი იპოვეს.
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...