მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდაურ კოვე საქართველოს ხელისუფლებას თითს უქნევს: ,, უკეთესი მომავლისკენ ერთადერთი ნაბიჯი არის...

დაურ კოვე საქართველოს ხელისუფლებას თითს უქნევს: ,, უკეთესი მომავლისკენ ერთადერთი ნაბიჯი არის საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარება”

Published on

„აფხაზეთზე ზეწოლის ყველა რესურსის ამოწურვის შემდეგ საქართველომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა აჩვენოს მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის მიმართებაში მეგობრული განწყობის რაღაც მსგავსი და საკუთარი ნამდვილი ზრახვები აღნიშნული ინიციატივების მიღმა დამალოს“, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ახალი სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გამოეხმაურა. 
 
მან ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, საკუთარი პოლიტიკური ამბიციებისთვის ტყუილების თქმა შეწყვიტოს.
 
„აფხაზეთი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა. უკეთესი მომავლისკენ ერთადერთი ნაბიჯი არის საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარება და ჩვენს ქვეყნებს შორის სრულყოფილი სახელმწიფოთაშორისო დიალოგის დამყარება სტაბილურობისა და მომავალი თაობების განვითარებისთვის. ამ პროცესს ალტერნატივა არ აქვს“, – დასძინა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა.
 
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ დაამტკიცა ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს. 
ესენია: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, მათ შორის, ამ რეგიონის მცხოვრებთათვის იდენტიფიცირების ახალი ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნით, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან. ასევე, დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და სამოქალაქო აქტების გაცემის და ცალკეული სამოქალაქო ფაქტების დადგენის გამარტივება. 
 
სამშვიდობო „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ სულ 9 საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს ითვალისწინებს.

სიახლეები

ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში – მეუფე ისაია შიო მუჯირზე

მეუფე ისაიას პირველი კომენტარი ახალი პატრიარქის გამორჩევის შემდეგ - ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ამბობს,...

სააპელაციო სასამართლომ სინდისის 9 პატიმრის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი...

მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა – მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე...

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ( ტახტზე აყვანის წეს-განგება) ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს...