მთავარისიახლეებისაზოგადოებაუტევს ხეებს? შევუტიოთ მას ჩვენც! - ხალხი და გაერთიანებული ოპოზიცია ოლიგარქის...

უტევს ხეებს? შევუტიოთ მას ჩვენც! – ხალხი და გაერთიანებული ოპოზიცია ოლიგარქის დენდროვნებებს უპირისპირდება

Published on

ქობულეთის გზაზე ხმაურია. დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე, კიდევ ერთი ხის ტრანსპორტირების გამო დაიწყო.
ასწლოვანი ევკალიპტის გადატანის გამო ქობულეთსა და რამდენიმე სოფელს შორის მოძრაობა დილიდან შეფერხებულია. ადგილობრივები შემოვლითი გზით სარგებლობენ. მიმდინარე პროცესს აპროტესტებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.”
ისინი კომპანიას, რომელიც ხის გადატანის სამუშაოებს ასრულებს, ხის შეკვეთილში წაღების საშუალებას არ აძლევენ და მოითხოვენ ევკალიპტი იქ დააბრუნონ, სადაც წლების მანძილზე იდგა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
„ჩვენი მოთხოვნაა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, რომ ეს ხე დარჩეს მოსახლეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავაფრთხილეთ პოლიცია, რომ ვაპირებთ დავაზიანოთ ხე და ნუ გვიბიძგებენ, რომ ჩავიდინოთ უკანონობა,“ – აცხადებს ენმ-ს წევრი ბონდო თედორაძე.
 

ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს შემოსავლების სამსახურში, აუქციონში მოგებული ევკალიპტის ხის საფასური შეიტანა. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოს“ წევრმა თამთა შამათავამ განუცხადა, დღეს შემოსავლების სამსახურში 17 220 ლარი შეიტანეს. 
„თანხა ბოლო წუთამდე გროვდებოდა. ონლაინ რეჟიმში გვქონდა დაანონსებული ანგარიშის ნომრები, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც აუქციონში გავიმარჯვეთ, თანხა პერიოდულად შეგროვდა. დღეს შევიტანეთ საგარანტიო თანხის გარდა დარჩენილი თანხა – 17 220 ლარი“, – განაცხადა შამათავამ. 
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ აუქციონის წესით გატანილი ევკალიპტის ხე, რომლის საწყისი ფასიც 7000 ლარს შეადგენდა, 27 მარტს 20 020 ლარად გაიყიდა. აღნიშნულ აუქციონში „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ გაიმარჯვა.ამ წუთებში 

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...