მთავარისიახლეებისაზოგადოებასკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება კვლავ გადაუჭრელი პრობლემაა -სახალხო დამცველის ანგარიში

სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება კვლავ გადაუჭრელი პრობლემაა -სახალხო დამცველის ანგარიში

Published on

2017 წელს საქართველოს მასშტაბით, სარეაბილიტაციო ავარიულ მდგომარეობაში  211 სკოლა ფუნქციონირებდა, საპირფარეშოები კი კვლავ მოუწესრიგებელია- ამის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის აგარიშშია ასახული.
გარდა ამისა, ანგარიშში  სახალხო დამცველი საუბრობს იმაზეც, რომ საჯარო სკოლების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ავარიულ და საფრთხის შემცველ პირობებში ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ ავარიულ სკოლებში ტარდება უსაფრთხოების რიგი ღონისძიებები, ეს დამაკმაყოფილებელი არაა და საკითხი დროულ, სისტემურ მიდგომას საჭიროებს.„მსგავსი ვითარება განსაკუთრებით იჩენს თავს მაღალმთიან რეგიონებში და სოფლად მდებარე სკოლებში. გასული წლების მსგავსად, კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საპირფარეშოების მოწესრიგების, კლას-კაბინეტებისა და სპორტული დარბაზების მოწყობისა და სკოლებში ბუფეტების ფუნქციონირების საკითხი. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით იჩენს თავს რეგიონებსა და სოფლად მდებარე საჯარო სკოლებში, სადაც ხშირად არ ფუნქციონირებს ბუფეტები, რეაბილიტაცია და განახლება ესაჭიროება სპორტულ დარბაზებსა და კლას-კაბინეტებს.ზემოთჩამოთვლილი პრობლემებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებმა დროულად შეაფასონ საჯარო სკოლების საჭიროებები და იზრუნონ ინფრასტრუქტურული გარემოს რეაბილიტაციაზე“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.ანგარიშის თანახმად, ჰიგიენისა და სანიტარიის დაცვის პრობლემებს სკოლებში წყლის არარსებობა ქმნის. მსგავსი ტიპის პრობლემები კი განსაკუთრებთ მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლებში გვხვდება.„რიგ შემთხვევებში გაუმართავია ცენტრალური წყალმომარაგების სისტემა, ხშირად, თავად სკოლებშიც მოუწესრიგებელია, ან საერთოდ არ ფუნქციონირებს წყალმომარაგების შიდა ქსელი. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს 94 საჯარო სკოლაში სასმელი წყალი საერთოდ არ არის, რაც, თავის მხრივ, წარმოშობს ჰიგიენის და სანიტარიის დაცვის პრობლემებს.„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ბავშვთა განთავსების ადგილებში სასმელი წყლის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის მიმართულებით ქმედითი ღონისძიებების გატარება, მათ შორის, ხარისხზე ზედამხედველი ორგანოს განსაზღვრა და მონიტორინგის ჩარჩოს შემუშავება“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.შეგახსენებთ, რომ 2017 წელს საპირფარეშოების მოუწესრუგებლობის გამო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით არაერთი სკოლის დირექტორი გათავისუფლდა, ან გაფრთხილება მიეცა. აქედან ცოტა ხანში კი სამინისტრომ სკოლებში საპირფარეშოების პრობლემების მოგვარების შესახებ გააკეთა განცხადება, თუმცა ომბუდსმენის ზემოაღნიშნული ანგარიში ცხადყოფს, რომ სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება კვლავ გადაუჭრელი პრობლემაა.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...