მთავარისიახლეებიმსოფლიოგერმანიის ქალაქ დრეზდენში 15 ქართველის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს შვიდი სამართალდამცავი დაშავდა

გერმანიის ქალაქ დრეზდენში 15 ქართველის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს შვიდი სამართალდამცავი დაშავდა

Published on

გერმანიის ქალაქ დრეზდენში 15 ქართველის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს შვიდი სამართალდამცავი დაშავდა.გერმანული Die Welt-ის ცნობით, პოლიცია 15 ქართველს ამოწმებდა, რომელთაც დრეზდენის ერთ-ერთ მეტროსადგურში მგზავრების შევიწროვებასა და 63 წლის მამაკაცის ცემაში ადანაშაულებდნენ.მოქალაქის ცნობით, 15 მამაკაცისგან შემდგარი ჯგუფი მგზავრებს აწუხებდა. მათ 63 წლის მოქალაქე გამოესარჩლა, რის შემდეგაც ის ცემეს. მოგვიანებით, მამაკაცებმა პოლიციასაც გაუწიეს წანააღმდეგობა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცავები მათი ვინაობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას ცდილობდნენ.სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ სამართალდამცავებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.ინციდენტის შედეგად რვა ქართველი დააკავეს. მათ სამართალდამცავებისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებაში სდებენ ბრალს.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...